ვატიკანში ბუდისტები რომის პაპთან ერთად მედიტირებდნენ

რომის პაპმა უთხრა ბუდისტებს, რომ „მარტო ვერავინ გადარჩება“ და რომ „ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია გადარჩენა, რადგან ურთიერთდაკავშირებულები და ურთიერთდამოკიდებულები ვართ“.
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში ტაილანდის ბუდისტი ბერების დელეგაცია მიიღო, რომლებიც მასთან ერთად მედიტირებდნენ.
ბუდისტებთან შეხვედრის დროს რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენს დროში, ომებითა და ძალადობით დაღუპული, ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია გადარჩენა, რადგან ურთიერთდაკავშირებულები და ურთიერთდამოკიდებულები ვართ“.
მან თქვა, რომ მათ, ვინც ღრმად არის ფესვგადგმული თავიანთი რწმენის ტრადიციებში და სურთ ერთად იმუშაონ, შეუძლიათ იმედის სხივი მოიტანონ ამ სამყაროში, სადაც მრავალი ომის შედეგად ათასობით ადამიანმა დაკარგა ყველაფერი და იძულებული გახდა გაქცეულიყო, ბევრი ბავშვი კი განიცდის ძალადობას.
ფრანცისკეს თქმით, ბუდისტების ვიზიტი მასთან „აძლიერებს ხანგრძლივ მეგობრობას“ და ახსენებს პონტიფიკოსს 2019 წელს ტაილანდში მის სამოციქულო მოგზაურობას და არაჩვეულებრივ დახვედრასა და სტუმართმოყვარეობას.
რომის პაპმა უთხრა ბუდისტებს, რომ „მარტო ვერავინ გადარჩება“ და რომ „ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია გადარჩენა, რადგან ურთიერთდაკავშირებულები და ურთიერთდამოკიდებულები ვართ“.
Vatican News-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ ბუდისტები პაპს შეტყუპებული ხელებით გარს ახვევიან, როგორც ამას აკეთებენ მედიტაციისას, ხოლო პონტიფიკოსს თავი დახრილი აქვს, შესაძლოა ლოცვისას.
ადრე მჟკ წერდა, რომ რკე-ის არქიეპისკოპოსის კარლო მარია ვიგანოს თქმით, კათოლიკური იერარქია ემსახურება მასონებს და ახალ მსოფლიო წესრიგს.



