ამე-ს ხელმძღვანელი უკრაინის ხელისუფლებას: დაიცავით ქვეყანა, მაგრამ პატივი ეცით რწმენის თავისუფლებას
მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა მოილოცა წმიდა მიძინების პოჩაევის ლავრა და მადლობა გადაუხადა უმე-ს სტუმართმოყვარეობისა და თბილი დახვედრისთვის.
ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარსა და მორწმუნეებს და მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას პატივი სცენ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლებას და დაიცვან საერთაშორისო სამართალი. ამის შესახებ მან პოჩაევის წმინდა მიძინების ლავრაში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამე-ს წინამძღვარმა ქადაგებისას განაცხადა, რომ მისთვის დიდი სიხარული და პატივი იყო ერთ-ერთ მონასტერში - პოჩაევში მომლოცველობა, რაც წმინდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მტკიცედ დგომას უკავშირდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმე-ზე ყველა მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, პოჩაევის მონასტრის ძმები და მთელი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია განაგრძობენ წმინდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში დგომას.
„და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს ძმურ სიყვარულს და მხარდაჭერას მისი უნეტარესის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი უკრაინელი ხალხის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვუჭერთ მხარს თქვენი ქვეყნის უფლებას და პასუხისმგებლობას დაიცვას საკუთარი თავი გაუმართლებელი რუსული აგრესიისგან, ჩვენ ასევე ვთხოვთ ამ ქვეყნის ხელისუფლებას პატივი სცეს რელიგიის თავისუფლებას, იურიდიულ პროცედურებს და საერთაშორისო კანონს. ამ თხოვნას გამოვხატავთ უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრეს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სიყვარულით, ისევე როგორც მთელი უკრაინელი ხალხის სიყვარულით, რომელიც იბრძვის თავისი მიწისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა.
როგორც მჟკ იტყობინება, ბანჩენში გაიმართა ამე-ს დელეგაციის შეხვედრა უმე-ის წმინდა სინოდის წევრებთან.