მჟკ-ს ჟურნალისტები სამედიცინო დასკვნისა და არგუმენტების მიუხედავად, წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან

10 June 19:01
1239
სასამართლო სხდომაზე მართლმადიდებელი ჟურნალისტები ვალერი სტუპნიცკი, ანდრეი ოვჩარენკო, ვლადიმერ ბობეჩკო და მამა სერგი ჩერტილინი. ფოტო: СПЖ სასამართლო სხდომაზე მართლმადიდებელი ჟურნალისტები ვალერი სტუპნიცკი, ანდრეი ოვჩარენკო, ვლადიმერ ბობეჩკო და მამა სერგი ჩერტილინი. ფოტო: СПЖ

უმე-ის მღვდელს და ორ ჟურნალისტს წინასწარი დაკავების იზოლატორში თავისუფლების აღკვეთა 8 აგვისტომდე, ხოლო მეორეს 12 სექტემბრამდე გაუგრძელდათ.

2024 წლის 10 ივნისს სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ ჩაატარა რეგულარული მოსმენები მართლმადიდებელი ჟურნალისტების, ასევე დეკანოზ სერგი ჩერტილინის საქმეზე. როგორც მჟკ-ს კორესპონდენტი იუწყება, აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა წინასწარი გამოძიების სამი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

როგორც მჟკ წერდა, 7 ივნისს სასამართლომ წინასწარი გამოძიება 12 სექტემბრამდე გადადო.

10 ივნისს გამართულ პროცესზე დაცვის მხარემ და თავად ეჭვმიტანილებმა სთხოვეს მათთვის ამ დროისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, რადგან მათი ბრალეულობა ჯერ არ იყო დადასტურებული. მათი აზრით, ეს შეიძლება იყოს შინაპატიმრობა, საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული სამაჯურის ტარება და გირაოს გადახდა.

ვალერი სტუპნიცკიმ განმარტა, რომ პროკურატურის არგუმენტებს მისი დაკავების აუცილებლობასთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ აქვს. მან მიუთითა, რომ ნებაყოფლობით თანამშრომლობდა გამოძიებასთან, უზრუნველყოფდა წვდომას და პაროლს ყველა ელექტრონულ მოწყობილობაზე, რომელიც მას ჩხრეკისას წაართვეს. მას მოწმეებთან არანაირი შეხება არ აქვს, მეტიც, არ იცნობს მათ და შესაბამისად, მათზე ზემოქმედების მოხდენას არ შეუძლია და არც აპირებს. ის არ აპირებს ქვეყნის დატოვებას და მით უმეტეს რუსეთის ფედერაციაში გადასვლას, რომელთან კავშირშიც არის ეჭვმიტანილი, რადგან მისი პუბლიკაციები მჟკ-ის ვებგვერდზე ნათლად მიუთითებს მის პოზიციაზე - აგრესიის  და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაგმობა. მსგავსი არგუმენტები სხვა ჟურნალისტებმაც მოიყვანეს, რომლებიც პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებოდნენ.

გარდა ამისა, ვლადიმერ ბობეჩკომ და ანდრეი ოვჩარენკომ განაცხადეს, რომ მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებად, რადგან აქვთ ქრონიკული დაავადებები. კერძოდ, ბობეჩკომ თქვა, რომ მას ფილტვების ნაწილი ამოკვეთილი აქვს და სხვა ქრონიკული დაავადები აწუხებს, რომელიც საჭიროებს მუდმივ სამედიცინო ზედამხედველობას, გამოკვლევებს და მკურნალობას. ანდრეი ოვჩარენკოს დადგენილი აქვს ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება - ხერხემლის ოსტეოქონდროზი. ანდრეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო დროს მას არ შეეძლო სახლის დიდი ხნით დატოვება, რადგან დღეში რამდენჯერმე იყენებდა ხერხემლის სპეციალურ აღჭურვილობას, რომელიც სახლში აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყვეს მათ წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება, ფაქტებით დაადასტურეს მათი უსაფუძვლობა და მიუხედავად ყველა სამედიცინო ბრძანებისა და დასკვნისა, მოსამართლეებმა ისინი ციხეში გირაოს გადახდის უფლების გარეშე დატოვეს.

ვალერი სტუპნიცკის, ანდრეი ოვჩარენკოსა და დეკანოზ სერგი ჩერტილინს აღკვეთის ღონისძიება წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრობის სახით 8 აგვისტომდე გაუგრძელდა. ვლადიმერ ბობეჩკოს – 12 სექტემბრამდე.

მჟკ წერდა იმის შესახებ, თუ როგორ ასამართლებენ მჟკ-ს წევრებს: იზოლატორში ცხოვრების შესახებ, მოსამართლეთა უნარზე და უუს-ს სიჩქარეზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ