კიევში 10 წუთიანი ლგბტ მარში გაიმართა
ტრადიციული ღირებულებების მხარდამჭერებმა გაარღვიეს პოლიციელების ალყა და შეეცადნენ „თანასწორობის მარშისთვის“ ხელი შეეშალათ.
16 ივნისს კიევში ჩატარდა დაანონსებული ლგბტ მარში. თვითონ მსვლელობამ დაიკავა დაახლოებით 30 წუთი, ამათგან 20 წუთი მონაწილეები დალაგდნენ კოლონად. გამომცემლობა სტრანას შეტყობინებით, ლგბტ-მოძრაობის წარმომადგენლებს უფლება მისცეს გაევლოთ სამართალდამცველების გარემოცვაში დაახლოებით 20 მეტრი, რომლებმაც ისინი ალყაში მოაქციეს, სადაც მიდიოდა „თანასწორობის მარში“. კოლონის წინ მიდიოდნენ ლგბტ-აქტივისტები დამხედრო ფორმაში. ამის შემდეგ ორგანიზატორებმა დამსწრეებს მოუწოდეს დაემალათ სიმბოლიკა და მშვიდად ჩასულიყვნენ მეტროში.
ამის პარალელურად პოლიციამ ბლოკირება გაუკეთა ტრადიციული ღირებულებების მომხრეების კოლონას, რომლებიც ცდილობდნენ მსვლელობისათვის ხელი შეეშალათ. როდესაც ლგბტ-მარშის მონაწილეები დაიშალნენ, რადიკალებმა გაარღვიეს ალყა და გაიქცნენ იქით, სადაც გაიარა „თანასწორობის მარშმა“, მაგრამ ვერ მოასწრეს. მიუხედავად ამისა მათ დაგეგმეს ქალაქის ქუჩებში გავლა თავისი მარშით.
როგორც მჟკ იუწყებოდა, სუე და როს-მ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით კიევში არ დაუშვან „თანასწორობის მარშის“ ჩატარება.