უმე-ს იერარქი: მიტ. მიტროფანეს კუბო მორწმუნეებმა 2 კილომეტრი ხელით ატარეს

მიტროპოლიტმა კლიმენტმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიასვენეს გარდაცვლილი მიტროპოლიტის მიტროფანეს ცხედარი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
უმე- ს საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსმა, მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერა), რესურს "გლავკომისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კუბო გარდაცვლილი მიტროპოლიტ მიტროფანეს სხეულით მორწმუნეებმა ხელით ატარეს 2 კილომეტრის მანძილზე.
მიტროპოლიტი კლიმენტი ყვება, რომ უკრაინის არაკონტროლირებად ლუგანსკსა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიას შორის კომუნიკაციის არ არსებობის გამო მორწმუნეებს მოუწიათ გარდაცვლილი მიტროპოლიტის ცხედარი ხელით ეტარებინათ 2 კილომეტრის მანძილზე.
«მიტროპოლიტი მიტროფანე რომ დაგვესაფლავებინა, ცხედარი მორწმუნეებმა ხელით წაასვენეს 2 კილომეტრის მანძილზე, რადგან ლუგანსკის (გამშვები პუნქტი) ტერიტორიაზე აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა … ძნელია იმის წარმოდგენა იქ მცხოვრები ხალხი როგორ გადაადგილდება», – აღნიშნა მიტროპოლიტმა კლიმენტმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ს იერარქმა კომენტარი გააკეთა მიტროპოლიტ მიტროფანეს ძალადობრივ სიკვდილზე.



