სოფიაში ახლადარჩეული ბულგარეთის პატრიარქის აღსაყდრება მიმდინარეობს
ცერემონიას ბულგარეთის წინამძღვრები და ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლები, პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებიან.
30 ივნისს სოფიაში ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევნები გაიმართა. ბულგარეთის ახალარჩეული პატრიარქისა და სოფიის მიტროპოლიტის დანიელის აღსაყდრების ცერემონია სოფიაში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საპატრიარქო ტაძარში მიმდინარეობს.
ტრანსლაციას აშუქებს საპატრიარქოს ფეისბუქის ოფიციალური გვერდი.
აღსაყდრება ხდება კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსის, წინამძღვრებისა და ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლების თანდასწრებით. ცერემონიას ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი, ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, სხვა პოლიტიკოსები და წარჩინებულები ესწრებიან.
როგორც მჟკ წერდა, ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ბულგარეთის ახალ პატრიარქად და სოფიის მიტროპოლიტად.