უმე ყველაზე მრავალრიცხოვანი კონფესიაა უკრაინაში, - სოც. გამოკითხვა

ორგანიზატორების მიზანი იყო თითოეული კონფესიის მორწმუნეთა ნამდვილი რიცხვის დადგენა და არა იმ ადამაინების რაოდენობის, რომელიც სიტყვით განაკუთვნებს თავს მათ.
ორგანიზაცია „ექპერტთა კლუბის“ მიერ Active Group-ის სოციოლოგიურ კომპანიასთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინის მოქალაქეების რელიგიურ მიკუთვნებულობას, დადგინდა, რომ კანონიკური უმე-ს მრევლის 14,4% (ეკლესიის „ბირთვი“, რომელიც წარმოდგენილია რელიგიური თემის აქტიური წევრებით) ყოველკვირეულად ესწრება ღვთისმსახურებას და ეს ორჯერ მეტია, ვიდრე მეუ-ს აქტიური მრევლის რაოდენობა (7,6%).
ამის შესახებ თავის Facebook-გვერდზე გვამვნო პოლიტოლოგმა დანიელ ბოგატირევმა.
ამასთან, მეუ-ს მიმდევრების (არა მრევლი) რიცხვი 2-ჯერ აღემატება იმათ რიცხვს, ვინც კითხვაზე: „შეგიძლიათ თუ არა თავს უწოდოთ მორწმუნე ადამიანი“ უპასუხა „უფრო არა“ (10,3%).
„ეს ციფები სრულად აქარწყლებს იმ უმნიშვნელო უპირატესობას, რომელიც გააჩნია მეუ-ს „შემთხვევით ადამიანებს შორის“ (არა აქტიური მრევლი) გამოკითხვის დროს, რამდენადაც მოცემული ფსევდო-კონფესიის მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანების უდიდესი უმრავლესობა უბრალოდ არ შედის ეკლესიაში“, - განაცხადა დანიელ ბოგატირევი.
„უმე - მორწმუნეებისა და ერთგულების ეკლესია, ყველაზე დიდი კონფესია უკრაინაში. „მეუ“ - პოლიტიკური სექტა, რომლის მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანების საფუძველს შეადგენენ „კიევის საპატრიარქოს ათეისტები“, - დაასკვნა პოლიტოლოგმა.
როგორც ადრე მჟკ წერდა, პოლიტოლოგმა განმარტა, რატომ განსხვავდება ასე ერთმანეთისგან უმე-სა და მეუ-ს ლიტანიობა.



