ზორიამ „ახსნა“, თუ რატომ არ აღიარებს უმე მეუ-ს საიდუმლოებებს

მეუ-ს სპიკერის აზრით, მისი რელიგიური სტრუქტურის შემდეგ ბავშვების გადანათვლით, უმე არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებსა და დოგმატებს და ეს მას რმე-ში უბრძანეს.
მეუ-ს სპიკერმა ევსტრათე ზორიამ განაცხადა, რომ უმე არ აღიარებს მეუ-ში მონათლულ ბავშვებს და მათ გადანათვლას კანონიკურ ეკლესიაში აწარმოებს, რადგან 1992 წელს რმე-მ განაცხადა, რომ კს-ს უმე-ში ჩატარებული სასიდუმლოებები ამიერიდან „არასწორი, არაკანონიკური და უმადლოა“. ამის შესახებ ის ყვებოდა თავის ვიდეობლოგში და ირწმუნებოდა, რომ ეს მოსკოვური მითია, რომელიც ვრცელდება და უკრაინელთა სულებზე მოქმედებს.
„ასე რომ, მოსკოვის საპატრიარქოს მომხრეთა პოზიციის წყარო მომდინარეობს არა იქედან, რომ ისინი უარყოფენ ნათლობას ჩვენი სწავლების ამა თუ იმ დარღვევების გამო ან იმის გამო, რომ ჩვენ არასწორად აღვმსარებლობთ წმინდა სამებას ან არ ვიცავთ საეკლესიო კანონებს. მათი პოზიციის წყარო მოსკოვის პოზიციაშია. მოსკოვმა უთხრა, რომ ეს არასწორია, ეს უმადლოა - შესაბამისად, მათ სჯერათ ის, რასაც იქ ამბობენ“, - განაცხადა მან.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მანამდე კვიპროსის ეკლესიის იერარქმა მეუ-ს საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წმინდა სინოდი ვერ აღიარებს მღვდლებად იმ ხალხს, რომლებიც კანონიკურად ხელდასხმულები არ არიან: „კვიპროსის ეკლესიის 2000-წლოვანი ისტორია, ისევე როგორც მთელი მართლმადიდებელი ეკლ;ესიისა, ეჭვქვეშ აყენებს საიდუმლოებების ლეგალიზების შესაძლებლობას, რომლებსაც აღასრულებენ მღვდელმთავრები ჩამორთმეული წოდებით, ეკლესიიდან განკვეთილები და ანათემას გადაცემულები“. მათი სასჯელი აღიარებული იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.



