მეუ-ში დარწმუნებულები არიან, რომ რადა აუცილებლად მიიღებს 8371 კანონს
ევსტრათე ზორია იმედოვნებს აუხსნას დასავლურ პარტნიორებს, რომ 8371 კანონის დახმარებით სახელმწიფო აღმსარებლობის თავისუფლებას იცავს.
მეუ-ს სპიკერმა ევსტრათე ზორიამ განაცხადა, რომ 8371 კანონს, რომელიც უმე-ს ფაქტიურ განადგურებას ემსახურება, მიიღებენ. ამის შესახებ ის გამომცემლობა Gazeta.ua-ს ესაუბრა.
მან განმარტა, რომ დასავლეთის ქვეყნებში გამოიკვეთა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არღვევს აღმსარებლობის თავისუფლებას, ხოლო ამერიკელ კონსერვატორთა წრეებში ამ აზრმა გარკვეული ეფექტი მოახდინა. ზორია იუწყებოდა, რომ უკრაინის რელიგიური საზოგადოებრიობის ძალისხმევით ეს ეფექტი მნიშვნელოვანწილად გაიფანტა და კონგრესმა ხმა მისცა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდწებას.
იმის შიშით, რომ 8371 კანონის მიღებამ შეიძლება კიევს სამხედრო დახმარების მიღებაში ხელი შეუშალოს, ზორიამ თქვა, რომ დრო კანონის პირველ და მეორე წაკითხვებს შორის და მის საბოლოო მიღებამდე გამოიყენება იმისთვის, რომ „უკეთ ავუხსნათ პარტნიორებს, რომ ჩვენ ვისწრაფვით უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლების არა დარღვევის, არამედ დაცვისთვის“.
„გამოცდილება გვკარნახობს, რომ კანონს მიიღებენ. იქნება თუ არა მისი მოქმედება ეფექტური, ამის თქმა ძნელია, მაგრამ დადებითი ეფექტი ექნება“, - დაასკვნა მეუ-ს სპიკერმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უკრაინის ომბუდსმენის ექს-წარმომადგენელმა მიხეილ ჩაპიგინმა განაცხადა, რომ 8371 ანტიეკლესიური კანონის მიღების შედეგად, მორწმუნეებს, რომელთა უფლებები სისტემატურად ირღვევა, შეუძლიათ მიმართონ ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და იქ სასამართლოები მოიგონ.