რმე-ში საგარე-საეკლესიო ურთიერთობების ექს-უფროსს ჩამოართვეს თანამდებობები და ეპარქიის მმართველობიდან გადააყენეს

ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიაში საქმეთა ვითარების შესასწავლად შექმნიან კომისიას.
2024 წლის 25 ივლისს მოსკოვში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მორიგი სხდომის დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შექმნან კომისია საქმეთა ვითარების შესასწავლად ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), იუწყება საპატრიარქოს საიტი.
„აღნიშნული კომისიის მუშაობის დროს დროებით გადააყენონ ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან“, - ნათქვამია ჟურნალში №78.
ამ ეპარქიის დროებითი მმართველობა ჩააბარეს დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს, კორსუნსკისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ნესტორს (სიროტენკოს).
მიტროპოლიტი ილარიონი აგრეთვე გაანთავისუფლეს სინოდალური ბიბლეისტურ-საღვთისმეტყველო კომისიის თავმჯდომარისა და ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების სათათბირო ორგანოს (Межсоборное присутствие) თავმჯდომარის თანამდებობებიდან.
ორივე კომისიის თავმჯდომარეების მოვალების შემსრულებლად დანიშნეს ეგორევსკის ეპისკოპოსი მეთოდე და ჩართეს ის Межсоборное присутствие-ს შემადგენლობაში.
როგორც მჟკ წერდა, რმე-ში „გამარჯვებისთვის“ ლოცვის წაკითხვაზე უარის თქმის გამო, კიდევ ერთ მღვდელს ხარისხი ჩამოერთვა.



