უმე-ს მრავალდღიანი ლიტანიობა გაიმართება ზდოლბუნოვიდან პოჩაევოს ლავრამდე

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლიტანიობა როვენის ეპარქიიდან, რომელიც პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემას მიესადაგება, გაიმართება 29-31 ივლისს.
2021 წლის 29-31 ივლისს, როვენსკისა და ოსტროჟსკის მიტროპოლიტ ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, ზდოლბუნოვიდან პოჩაევოს მიძინების ტაძრამდე გაიმართება ლიტანიობა, რომელიც პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემას მიესადაგება, იუწყება თავის Facebook-გვერდზე როვენის ეპარქია.
29 ივლისს, ლიტანიობის დაწყებამდე, ღამის 2 საათზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ეკატერინეს ტაძარში ზდოლბუნოვოში აღესრულება საღმრთო ლიტურგია, რომლის დასრულების შემდეგ, დილის 5 საათზე, მომლოცველები დაიწყებენ მსვლელობას.
ლიტანიობის დროს გათვალისწინებულია 2 ღამისთევა - დუბნოში და ონიშკოვცევში. პოჩაევოს ლავრაში ჩამოსვლა ივარაუდება 31 ივლისს, სადაც მომლოცველები დარჩებიან მთელი ღამე. პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატისადმი მიძღვნილი დღესასწაული ჩატარდება 5 აგვისტოს.
ლიტანიობის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მრავალდღიანი მომლოცველობისას საჭიროა მორგებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, ჰიგიენის საშუალებები, სამედიცინო საშუალებები, ტანსაცმლის სათადარიგო კომპლექტი. საორგანიზაციო საკითხებზე შეგიძლიათ დაურეკოთ დეკანოზ ალექსანდრეს ტელ. 0976723201 ან 0502025532.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კიევის ოლქში ტარდება ლიტანიობა ხატით „მიჰხედე სიმდაბლესა“.



