კსა-მ და სემინარიამ გამოსცა წიგნი „უმე: ისტორიის ნიშანსვეტები“

წიგნი მოიცავს მოვლენებს რუსეთში ქრისტიანობის დაწყებიდან თანამედროვეობამდე.
2021 წლის 22 ივლისს გამოვიდა წიგნი „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია: ისტორიის ნიშანსვეტები“, მომზადებული კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ, იუწყება კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრეს-სამსახური.
წიგნი დასაბეჭდად მოამზადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო განყოფილებამ უნეტრესი მიტროპოლიტის ონოფრეს ლოცვა-კურთხევითა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველის, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტის ანტონის დახმარებით, რომელიც აგრეთვე წიგნის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარეა.
წიგნის სარეწდაქციო კოლეგიის წევრები არიან კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროფესორი, ბელოგოროდსკის ეპისკოპოსი სილვესტრი, პრორექტორი სამეცნიერო-საღვთისმეტყველი დარგში, პროფესორი ვლადიმერ ბურეგა, სწავლული მდივანი, დოცენტი, დეკანოზი ვასილი იაკოვჩუკი და პედაგოგი, მღვდელ-მონაზონი მიტროფანე (ბოჟკო).
წიგნი წარმოადგენს ნარკვევს უკრაინის ტერიტორიაზე მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის შესახებ. ის მოიცავს მოვლენებს რუსეთში ქრისტიანობის დაწყებიდან თანამედროვეობამდე.
ეკლესიის ისტორიის მოვლენები წარმოდგენილია საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ფონზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე შესაბამის ეპოქებში.
გამოცემა გაფორმებულია უამრავი ილუსტრაციით და გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისთვის.
სპეციალურად ამ წიგნისთვის მომზადდა კიევის მიტროპოლიის რუკები მისი არსებობის სხვადასხვა პერიოდებში.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გრძელდება საბუთების მიღება დღისა და დაუსწრებელ სწავლებაზე.





