მეუ-ს შექმნა ნაკარნახევია ბართლომესათვის აშშ-დან, - რფ სს სამინისტრო

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ამერიკის ელჩმა რელიგიური რწმენის თავისუფლებით დაარღვია მერთლმადიდებელი ქრისტიანების ერთიანობა.
2021 წლის 24 ივლისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა განაცხადა, რომ მეუ-ს შექმნა ხდებოდა არა პატრიარქ ბართლომეს ინიციატივით, არამედ ნაკარნახევი იყო აშშ-დან, იუწყება გამოცემა РИА Новости.
უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, მეუ-ს შექმნა მოწოდებულ იქნა როგორც "მოძრაობა იმისათვის, რათა ყოველ მართლმადიდებელ ხალხს ჰქონდეს არჩევანის უფლება". მაგრამ, ამტკიცებს ჩინოვნიკი, "ეს უბრალოდ არამარტო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბერთლომეს ინიციატივაა".
"ის პირდაპირ ნაკარნახევია აშშ-დან. ისინი, მთლიანობაში ამას არ მალავენ. თავისუფალი რწმენის ნაწილში სპეციალური ელჩი, რომელიც დაინიშნა აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ, აკეთებდა პირდაპირ თავისი მანდატის საწინააღმდეგო საქმეებს, თავს ახვევდა ორგანიზაციულ პარამეტრებს (ბიუროკრატიული ენით თუ გამოვხატავთ) სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებს",- ხაზი გაუსვა ლავროვმა.
მისი სიტყვებით, რწმენის თვისუფლების ელჩი არღვევდა რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებლობის ერთიანობას უკრაინაში სქიზმატური, არაკანონიერი ეკლესიის შექმნით".
მან ასევე დაარღვია ანტიოქიის ეკლესიის ერთიანობა, " ცდილობდა რა წაერთმია მისთვის ლიბანელი მართლმადიდებლები" და "იგივე ხდება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის მიმართ",-დაამატა რფ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ სერგეი ლავროვის აზრით, ვაშინგტონი პირდაპირ მანიპულირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთი.



