უმე-ში ხარისხში აიყვანეს სამი ახალი მიტროპოლიტი და ოთხი არქიეპისკოპოსი

კიევ-პეჩერის ლავრაში ღვთისმსახურებისას სამი არქიეპისკოპოსი აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში, ხოლო ოთხი ეპისკოპოსი არქიეპისკოპოსი გახდა.
2021 წლის 17 აგვისტოს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის აღსაყდრების დღეს, კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის ახლოს მდებარე მოედანზე ჩაატარეს სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.
ღვთისმსახურებისას უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა უმე-ს სამი არქიეპისკოპოსი, ხოლო ოთხი ეპისკოპოსი გახდა არქიეპისკოპოსი, იუწყება მჟკ-ს კოესპოდენტი.
მიტროპოლიტის ხარსხში აყვანილ იქნენ ივანო-ფრანკოვსკის და კოლომიის არქიეპისკოპოსი სერაფიმე, რომენის და ბურინის იოსები, ჩერკასკის და კანევსკის ფეოდოსი.
არქიეპისკოპოსები გახდნენ ზოლოტონოშენკის იოანე, ჩერკასკის ეპარქიის ვიკარი, ბოლგრადის სერგი, ოდესის ეპარქიის ვიკარი, ნოვოსანჟარის ბენიამინი, პოლტავის ვიკარი, ივანკოვსკის კასიანე, კიევის ეპარქიის ვიკარი.
ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ში გაჩნდა ხუთი ახალი მიტროპოლიტი და ოთხი არქიეპისკოპოსი.



