40 000 მორწმუნე ლიტანიობით მიემართება კამენც-პოდოლსკიდან პოჩაევისკენ

ათეულობით ათასი მორწმუნე ლიტანიობაზე გამოვიდა კამენც-პოდოლსკიდან მიძინების სახელობის პოჩაევის ლავრისკენ.
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, 40 000 მორწმუნე გამოვიდა ლიტანიობაზე კამენც-პოდოლსკიდან პოჩაევის ლავრაში, გვატყობინებენ უმე-ს კამენც-პოდოლსკის ეპარქიის საკათედრო ტაძრის საიტზე.
ლოცვითი მსვლელობა დაიწყო კამენც-პოდოლსკის შემოგარენში - ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან სოფელ დოლჟოკში.
კამენც-პოდოლსკისა და გოროდოკიის მიტროპოლიტი თეოდორე სათავეში ჩაუდგა პარაკლისს, მიმართა მორწმუნეებს სიტყვით, დალოცა მომლოცველები და შემდეგ თავად ჩაუდგა ლიტანიობას სათავეში.

მჟკ-ს არაოფიციალური წყაროების ცნობით, პოლიციაში სამართალდამცავებმა დაახლოებით 40 000 მორწმუნე დაითვალეს. ლიტანიონის მონაწილეთა კოლონა 10 კილომეტრზე გაიშალა. მორწმუნეები ერთი კვირის განმავლობაში გაივლიან 250 კილომეტრს პოჩაევის ლავრამდე. მსვლელობაში მონაწილეობენ მომლოცველები სერბეთიდან, ბელარუსიდან, რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
„რამოდენიმე ასწლეულის მანძილზე მართლმადიდებელი ქრისტიანები კამენც-პოდოლსკიდან პოჩაევში მოსალოცად მემართებიან - აღნიშნეს ეპარქიაში. - ამ ხნის განმავლობაში, 250 კმ დაძლევისას, ყველა მომლოცველს აქვს შესაძლებლობა გარკვეულწილად განიმტკიცოს თავისი სხეული და სული, ისწავლოს მოყვასისადმი თანაგანცდა, მორჩილება, მოთმინება, ქრისტიანული სიყვარულისა და ქველმოქმედების გამოვლენა, ბოლოსდაბოლოს, უბრალოდ საკუთარი თავის გაგება, მის არსში ჩახედვა“.
როგორც მჟკ წერდა, ამ დღეს 4 ათასზე მეტი მორწმუნე გამოვიდა ლიტანიობით ბრაილოვიდან პოჩაევისკენ.



