„ერისკაცების“ ლიდერმა განმარტა,თუ რატომ შეიკრიბნენ უმე-ს მორწმუნეები ურ-თან

ვასილი მაკაროვსკიმ განაცხადა, რომ უმე-ს მორწმუნეებისთვის სულერთი არ არის , თუ როგორი იქნება უკრაინა, სახელმწიფო და ეკლესია.
2021 წლის 21 აგვისტოს უმაღლეს რადასთან ლოცვითი დგომის აქციაზე უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერისკაცების“ ლიდერმა ვასილი მაკაროვსკიმ განმარტა, თუ რატომ შეიკრიბნენ უმე-ს მორწმუნეები უკრაინის უმაღლეს რადასთან, გვატყობინებს „პერში ნეზალეჟნი“.
ვასილი მაკაროვსკიმ განაცხადა, რომ 20 აგვსიტოს უკრაინაში ჩამოვიდა პატრიარქი ბართლომე და ღამით შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის, რის შემდეგაც გაკეთდა „ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე“.
„ანუ სახელმწიფო შეუთანხმდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემდგომ თანამშრომლობაზე. ჩვენ არ ვიცით, რა თანამშრომლობაა ეს... თუმცა კი ახლა აქ ვდგავარ და ვხედავ ჩვენი ძმებისა და დების ასეულობით ტაძრის მიტაცების საშინელ სურათებს...“, - აღნიშნა მაკაროვსკიმ.
მისი სიტყვებით, სწორედ ამ მიზეზით არ უნდა ჰკითხო უმე-ს მორწმუნეებს, თუ რატომ მოვიდნენ ისინი უმაღლეს რადასთან. „ჩვენთვის სულერთი არაა, თუ როგორი იქნება ჩვენი უკრაინა, როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო და რა მომავალი ელის ჩვენს ეკლესიას“, - ხაზი გაუსვა „ერისკაცების“ ლიდერმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ „ერისკაცების“ ლიდერმა ვასილი მაკაროვსკიმ წაიკითხა უმაღლეს რადასთან უმე-ს მორწმუნეების ფანარიონის მეთაურისადმი მიმართვა.




