უმე-ს დიაკვანი ურ-თან ლოცვაზე: ჩვენ შევგროვდით, რათა ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა

უკრაინაში მართლმადიდებლების მდგომარეობა გვაგონებს პირველი ქრიატიანების დევნის დროს, აღნიშნა ოდესის ეპარქიის დიაკვანმა.
დიაკვანმა პეტრემ ოდესის ეპარქიიდან სატელევიზიო არხზე «Перший Незалежний»თქვა, რომ უმე-ს მორწმუნეები შეგროვდნენ ლოცვით დგომაზე უმაღლეს რადასთან, რათა აჩვენონ ერთობა და გამოხატონ თავისი სიყვარული უნეტარეს ონუფრისადმი.
"შეგროვდა ათასობით ადამიანი, რათა აღავლინოს ლოცვა უფლისადმი, იმიტომ რომ თითოეული განიცდის რომ ხდება განხეთქილება, რომ ცდილობენ ჩვენს გატეხვას. ჩვენ ჩამოვედით ჩვენი ქვეყნის მრავალი კუთხიდან, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და მოგვაქვს მშვიდობა. ჩვენ მხარს ვუჭრთ უნეტარეს ონუფრის, იმიტომ რომ მის მხრებზე მძიმე ტვირთია. ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ მას, ჩვენი მშვიდობიანი აქცია აჩვენებს მთელი უკრაინული ეკლესიის სიყვარულს ჩვენი წინამძღვრისა და მთელი ხალხის მიმართ. გვწამს და ვიმედოვნებთ, რომ უფალი არ მიგვატოვებს, დაინახავს ჩვენს მწუხარებას, და ჩვენ გადავლახავთ მას",-აღნიშნა დიაკვანმა პეტრემ.
მისი სიტყვებით, მართლმადიდებლების დღევანდელი მდგომარეობა უკრაინაში მოგვაგონებს პირველი ქრისტიანების დევნის დროს.
"რწმენა რთულია გაანადგურო ადამიანში,(ტომოსის მინიჭება,-რედ.), მხოლოდ განამტკიცა რწმენა. მას შემდეგ, რაც მინიჭებულ იქნა ტომოსი, ქვეყანაში დაიწყო უმე-ს ტაძრების მასობრივი მიტაცება, რომელშიც ადამიანები განუწყვეტლივ ლოცულობდნენ, ისინი გამოდევნილ იქნენ ქუჩაში. რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ ასეთ გარემოებას, არ შეიძლება ითქვას, რომ ლოცვა ადვილი გახდა. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ დევნის მიუხედავად ადრექრისტიანულ დროში წმინდანების რიცხვი მატულობდა. ახლაც ასეთივე დროა, როდესაც ღმერთი ცდის ადამიანის რწმენას. უნდა გამოვყოთ ხორბალი ღვარძლისგან",- დაამატა მან.
მჟკ-მ პირდაპირ ეთერში აჩვენა უმე-ს ლოცვითი დგომა უმაღლეს რადასთან.




