პატრიარქმა კირილმა რუსეთის ჯარში წარმართობის გავრცელებაზე ისაუბრა
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა მღვდლებს მოუწოდა, სამხედროებს უქადაგონ წმინდანთა ღვაწლის შესახებ.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა შეშფოთება გამოთქვა სამხედრო მოსამსახურეებში ნეოპაგანიზმის გავრცელების რისკთან დაკავშირებით, რადგან ომი ხელს უწყობს სულიერების დამახინჯებული ფორმების გაჩენას, იტყობინება რუსული მედია.
„ომი წარმოშობს სულიერების დეფორმირებულ ფორმებს. მაგალითად, ნეო-წარმართული იდეები ხშირად იზიდავს სამხედროებს, რადგან აქცენტს აკეთებენ ძალადობასა და ძალაზე. ჯარი, როგორც ძალაუფლების გამოვლენის ადგილი, მიმზიდველ გარემოდ იქცევა მსგავსი იდეებისთვის. ეს საფრთხეს უქმნის უეკლესიო სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც შესაძლოა გაიტაცოს ნეოწარმართი მქადაგებლების რიტორიკამ“, - აღნიშნა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნეოპაგანიზმი იყენებს ცრუ თეზისს ქრისტიანობის სამხედრო გმირობასთან შეუთავსებლობის შესახებ და ამიტომ სასულიერო პირებმა უნდა გაიხსენონ ქრისტიანი მეომარი წმინდანების ღვაწლი.
როგორც მჟკ იტყობინება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტად აღიარა.