სასამართლომ დააჯარიმა მღვდელი,მან ქსელში მეუ-ს განხეთქილების მონაწილე უწოდა

01 September 2021 22:45
53
შერიგების ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლომ მღვდელი დამნაშავედ ცნო. ფოტო: newsgeorgia.ge შერიგების ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლომ მღვდელი დამნაშავედ ცნო. ფოტო: newsgeorgia.ge

მღვდელმონაზონი ანდრონიკე Facebook-ში საყვედურობდა, რომ კონოტოპსკის ეპარქიის ვორონეჟში ადგილობრივი ხელისუფლება საეკლესიო  განხეთქილებას აღვივებს.

სუმსკის ოლქის შოსტკის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის დანაშაულში დამნაშავედ ცნო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონოტოპსკის ეპარქიის ვორონეჟის წმინდა საფარველის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრონიკე (ზენკოვი), რომელმაც სოციალურ ქსელ Facebook-ში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებს განხეთქილების მომხრეები უწოდა, ნათქვამია განაჩენში, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან რეესტრშია გამოქვეყნებული.

კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მამა ანდრონიკეს 2019 წლიდან ნეგატიური შეხედულებები აქვს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაზე, ვინაიდან არაკანონიკურად თვლის მას. ვორონეჟის ხელისუფლების გადაწყვეტილების უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მშენებლობისთვის მიწის გამოყოფაზე მიღების შემდეგ, მღვდელმა კრიტიკა გამოთქვა სოცქსელში და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებიან ღვთისმსახურებებს და ყურადღებას არ აქცევენ სოფელში არსებულ სამ ძველ ტაძარს, ისინი მხოლოდ „საეკლესიო განხეთქილებას აღრმავებენ“.

წმინდა საფარველის ტაძრის წინამძღვრის პუბლიკაციებზე განცხადება  სამმა ადამიანმა გააკეთა, რომლებიც  დაზარალებულებად ითვლებოდნენ. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზამ ჩათვალა, რომ მღვდლის პოსტები Facebook-ზე შეიცავენ „საჯარო მოწოდებებს უარყოფითი (მტრული) დამოკიდებულებით  ხალხთა გარკვეული სოციალური ჯგუფების მიმართ რელიგიური და კლასობრივი კუთვნილების მიხედვით... აგრეთვე ცნობებს იმის შესახებ, რომ ადამიანთა სოციალურ  ჯგუფს, რომელიც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეა, შეეზღუდოს უფლებები საკუთარი ტაძრის მშენებლობაზე“. 

ჯერ კიდევ სასამართლო გარჩევის დაწყებამდე, მამა ანდრონიკემ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია დაზარალებულებთან, ხოლო სასამართლოში მან დანაშაული აღიარა. ამასთან დაკავშირებით ის  დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის სტ. 161 ნაწ.1 გათვალისწინებით (ნაციონალური, რასობრივი ან რელიგიური მტრობის გაღვივება) და 8500 გრივნით დააჯარიმეს, აგრეთვე დაავალდებულეს ექსპერტიზის ხარჯის დაფარვა - 6 864 გრივნა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციამ უარი თქვა მოხელის დათხოვნაზე, რომელიც მტრობას აღვივებდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ