უმე-ს დელეგაციამ მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაცია მოულოცა

5 სექტემბერს უმე-ს იერარქებმა მონაწილეობა მიიღეს მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაციაში ცეტინის მონასტერში.
5 სექტემბერს უმე-ს საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლტმა ანტონმა უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის სახელით მოულოცა მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიცაზია და გადასცა ახალ მიტროპოლიტს მთავარეპისკოპოსის კვერთხი, ხოლო ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტმა სერგიმ- პოჩაევოს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ჩამონათვალი, იუწყება news.church.ua.
სტუმრებმა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიიებიდან ასევე მოულოცეს მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაცია.
ახალარჩეული მიტროპოლიტ იოანიკეს აღსაყდრება ჩატარდა სერბეთის უწმინდესი პატრიარქის პორფირის მეთაურობით და ჩერნოგორიისა და პრიმორსკის ახლადარჩეული მიტროპოლიტის იოანიკეს თანამსახურებით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის,კრუშევაცის ეპისკოპოს დავითის (პეროვიჩი), მღვდლებისა დამღვდელმონაზვნების მონაწილეობით.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ცეტინის მონასტერში გაიმართა მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაცია.



