სოფელ ნოვოსელკიში მეუ-ს რეიდერებმა უბკე-ის კლირიკოსის ხელმძღვანელობით ტაძარი მიიტაცეს

მანამდე ამ ტაძარს რამდენჯერმე ცეცხლი წაუკიდეს.
6 ოქტომბერს კიევის ოლქის სოფელ ნოვოსელკაში მეუ-ს რეიდერთა ჯგუფმა მიიტაცა უმე-ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. ტელეგრამ არხის «Дозор» ინფორმაციით, რეიდერებს ხელმძღვანელობდა უბკე-ის კლირიკოსი ნიკოლაი მედინსკი. იუწყებიან, რომ უკვე დიდი ხანია ცდილობენ მართლმადიდებელი ქრიატიანებისთვის ამ სიწმინდის წართმევას.
„ჯერ მათ უმე-ს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მიიტაცეს. ეს რეიდერებმა არ იკმარეს. მეუ-ს აქტივისტები მეორე ეკლესიას მიადგნენ და იქ ტეროტორიული გაერთიანების კრება გამართეს, სადაც დოკუმენტების ფალსიფიცირება მოხდა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
იმ დღეს რეიდერთა ჯგუფმა უბკე-ის კლირიკოს მედინსკის ხელმძღვანელობით ეკლესიის ტერიტორიაზე შეაღწია. როდესაც უმე-ს მრევლი ცდილობდა ტაძარში შესვლას, მათ კონფლიქტი შექმნეს.
„მორწმუნეებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელსაც მედინსკიმ ცინიკურად განუცხადა, რომ ეს მისი ტაძარია, ხოლო მართლმადიდებელი ქრისტიანები მას ხელს უშლიან. ტაძარი დამნაშავეთა მიერ ოკუპირებულად რჩება“, - აცხადებს «Дозор».
ჟურნალისტებმა აგრეთვე განაცხადეს, რომ ადგილობრივმა აქტივისტებმა სამჯერ წაუკიდეს ცეცხლი ღვთისმშობლის შობის ტაძარს.
როგორც მჟკ წერდა, 2023 წლის 25 დეკემბრის საღამოს სოფელ ნოვოსელკის უმე-ს ღვთისმშობლის შობის ტაძარში გაჩნდა ხანძარი, ამის შესახებ იუწყებოდა უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.
ჩვენ აგრეთვე ვწერდით უმე-ს ტაძრების დაწვისა და უმე-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ.



