ვატიკანი ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ: განიხილეს რელიგიური მდგომარეობა უკრაინაში
შეხვედრაზე ისაუბრეს ომზე და ქვეყანაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ასევე იმ გზებზე, რომლითაც შეიძლება ბოლო მოეღოს მას.
11 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპთან საუბრის შემდეგ ვატიკანის სახელმწიფო მდივანს კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდა. ვებგვერდის vaticannews-ის ცნობით, მათ, კერძოდ, განიხილეს უკრაინაში რელიგიურ ვითარებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი.
პაროლინს თან ახლდა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანი, არქიეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი.
„სახელმწიფო სამდივნოში მოლაპარაკებები მიეძღვნა უკრაინაში არსებულ საომარ მდგომარეობას და ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე გზებს, რომლითაც შეიძლება ბოლო მოეღოს ომს და გამოიწვიოს ქვეყანაში სამართლიანი და სტაბილური მშვიდობა. გარდა ამისა, განიხილეს ქვეყანაში რელიგიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები“, - ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში.
როგორც მჟკ წერს, ზელენსკიმ თქვა, რა იყო პაპთან განხილვის მთავარი თემა.