მეუ-ს კლირიკოსს, რომელიც აღვივებდა ზიზღს უმე-ს მიმართ, სასამართლოში უჩივლეს

14 October 12:17
1294
ალექსეი ივანოვი. ფოტო: Скриншот видео Союз ალექსეი ივანოვი. ფოტო: Скриншот видео Союз

ლავრის ადვოკატთა აზრით, ივანოვი შეეცადა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია შიდა სამოქალაქო კონფლიქტად წარმოედგინა.

2024 წლის 11 ოქტომბერს კიევ-პეჩორის ლავრის წარმომადგენლებმა შეიტანეს განცხადება კიევისა და კიევის ოლქის უუს-ს საგამოძიებო სამმართველოში. განცხადება ეხება მეუ-ს კლირიკოსს ალექსეი ივანოვს, რომელსაც ადანაშაულებენ რუსული აგრესიის გამართლებასა და რელიგიური შუღლის გაღვივებაში. ამის შესახებ იტყობინება ლავრის ადვოკატი, დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი.

განცხადების თანახმად, 2024 წლის 6 ოქტომბერს ივანოვი გამოვიდა პროვოკაციული განცხადებით სოფელ ნოვოსელკის უკრაინის მართლმაიდებელი ეკლესიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში. გამოსვლის დროს მან მორწმუნეებს და უმე-ს წარმომადგენლებს „ხალხის მტრები“ უწოდა და უმე-ს მიმართ ზიზღს აღვივებდა.

„ჩვენ ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმოებს ომი არა მარტო რუსეთთან, როგორც მტერთან,  რომელმაც ომი გაგვიჩაღა, არამედ რუსეთთან, რომელიც ჩვენს სახლში მრავალრიცხოვნად არის წარმოდგენილი და, რაც მთავარია... მერე, შესაძლოა, თქვენ უფრო კარგად გამიცნობთ, ცალკე, ან სხვაგვარად, შესაძლოა, რამე მოგიყვეთ კიდევაც, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, თუ რა არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მთელი თავისი გამოვლინებებით. უკრაინის, ეგრეთ წოდებული მართლმადიდებელი ეკლესია, ასე ვთქვათ, მოსკოვის, როგორც მას უწოდებენ, ონოფრეს ხელმძღვანელობით - ისინი მთელი მსოფლიოს კაცობრიობის დაუძინებელი მტრები არიან“.

ამრიგად, ივანოვმა განაცხადა, რომ მტრული ძალები არა მარტო ქვეყნის გარეთ, არამედ მის შიგნით არიან და ის სწორედ უმე-ს წარმომადგენლებს გულისხმობდა, რაც შეიძლება განიხილებოდეს როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის წარმოდგენის მცდელობა, როგორც შიდა სამოქალაქო კონფლიქტისა. ამასთან დაკავშირებით მისი ქმედებები განიხილება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 436-2 სტ. 1 ნაწ.-ით (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლება, მისი სამართლებრივად აღიარება და უარყოფა).

გარდა ამისა, მისი სიტყვები შეიცავს რელიგიური მტრობის და ზიზღის გაღვივებას, რაც კვალიფიცირდება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161 სტ. 1 ნაწ.-ით (განზრახ ქმედებები, მიმართული რელიგიური მტრობის გაღვივებაზე და მოქალაქეთა გრძნობების შეურაცხყოფა მათი რელიგიური შეხედულებების საფუძველზე). ივანოვი აშკარად შეურაცხყოფას აყენებდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმონადგენლებს და მათ „კაცობრიობის დაუძინებელ მტრებს“ უწოდებდა.

ნიშანდობლივია, რომ ალექსეი ივანოვი ცოტა ხნის წინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი იყო. პუბლიკაციები და ინტერვიუები მისი მონაწილეობით ადასტურებენ მის კავშირს რმე-სთან, თუმცა გაუგებარია, რა გარემოებებში აღმოჩნდა ის სოფელ ნოვოსელკის ტაძარში და როგორ გადავიდა მეუ-ს რიგებში. კიევ-პეჩორის ლავრის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ მისი ქმედებები მიმართულია უკრაინაში სოციალური და რელიგიური სიტუაციის დესტაბილიზაციაზე სამხედრო ვითარების პირობებში.

ლავრის ადვოკატები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ივანოვის ქმედებების შემდგომი გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების მოლოდინში არიან.

როგროც მჟკ იუწყებოდა, ს. ნოვოსელკის უმე-ს ღვთისმშობლის შობის მიტაცებულ ტაძარში აქტივისტთა წინაშე, რომლებიც მიტაცებაში მონაწილეობდნენ, მეუ-ს კლირიკოსი გამოვიდა. მიმართვის დროს მან  „შიდა მტერთან“ ბრძოლისკენ მოუწოდა, რომელშიც  უმე-ს მორწმუნეებს და სამღვდელოებას გულისხმობდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ