კრასნოსელკაში 2,5 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი წირვა,-უმე-ს მღვდელი
მეუს- მომხრეების ქმედებებით კრასნოსელკაში ჩანს, რომ მათ სინამდვილეში ტაძარი არ სჭირდებოდათ, თვლის უმე-ს მღვდელი.
მეუ-ს მომხრეები, რომლებმაც მიიტაცეს უმე-ს ტაძარი ვინიცის ოლქის სოფელ კრასნოსელკაში, ორნახევარი წელის სოფელში არ ჩაუტარებიათ არცერთი ლიტურგია, თქვა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრეი კოზიუკმა ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების YouTube-არხზე.
"მეუ-ს მხრიდან ორწელიწადნახევარია არ ყოფილა არცერთი ლიტურგია,- აღნიშნა მღვდელმა.- ანუ ტაძარი მათ არ სჭირდებათ- მათ უნდათ, რომ სოფელში არ იყოს მსახურება, რათა არავინ არ იმსახუროს".
მამა ანდრეიმ აღნიშნა, რომ განხეთქილება, რომელიც ადრეც იყო, კიდევ უფრო გააღრმავა პატრიარქ ბართლომეს ბოლო ვიზიტმა.
კრასნოსელკას უმე-ს მრევლმა ისაუბრეს სიტუაციაზე მათი ტაძრის მიტაცების ირგვლივ. მათ არ ესმით, რატომ უნდა მისცენ ტაძარი, რომელიც თვითონ ააშენეს. მორწმუნეები ცრემლით ყვებოდნენ მეუ-ს მომხრეების მხრიდან შევიწროებაზე, შეურაცხყოფასა და მუქარაზე.
"მათ ასეთი დავალება აქვთ, რომ ჩვენი თემი სოფელში საერთოდ არ იყოს",- ეთანხმება თავის წინამძღვარს ერთ-ერთი მრევლი ქალი.
"ნუ გვართმევთ ტაძრებს, საკუთრი შექმენით", - მოუწოდა მეორემ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 3 სექტემბერს მეუ-ს მომხრეებმა მიიტაცეს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი კრასნოსელკაში, რომელიც ადრე დალუქა პოლიციამ. ტულჩინის ეპარქიაში შეაფასეს ფანარიონის მეთაურის ვიზიტის შემდეგ მეუ-ს მომხრეების ქმედებები და გადაწყვიტეს გაუგზავნონ ზელენსკის საპროტესტო წერილი, სადაც მოუწოდებენ დაიცვას უმე-ს უფლებები. უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში აღნიშნეს, რომ კარასნოსელკაში მეუ-ს გამარჯვების გამოცხადება ჯერ ნაადრევია.