ვოლინის სსა-მ უმე-ს ტაძარი კრიმნოში საბოლოოდ გადასცა მეუ-ს

ვოლინის მოხელეებმა ხელი მოაწერეს ახალ „საეკლესიო“ ბრძანებებს, რომლებიც ეხებოდა 2019 წელს უმე-ს ტაძრების მიტაცებას სოფლებში კრიმნო (ბრონიცა) და ვიშენკი.
2021 წლის 7 სექტემბერს ვოლინის საოლქო სახელმწიფო ადმინისრტაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სერგეი მოვენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას № 540 „საკულტო ნაგებობის გადაცემის შესახებ“, რომელმაც დაასრულა ხელისუფლების მიერ უმე-ს ტაძრის გადაცემის პროცესი მეუ-ს სასარგებლოდ კამენ-კაშირსკის რაიონის სოფელ კრიმნოში (ბრონიცაში). დოკუმენტი გამოქვეყნებული იყო ვოლინის სსა საიტზე.
„გადაეცეს რელიგიური მოთხოვნებისთვის მუდმივ უსასყიდლო მფლობელობაში რელიგიურ ორგანიზაციას „ვოლინის ოლქის კამენ-კაშირსკის რაიონის სოფელ კრიმნოს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა იოანე წინამორბედის შობის რელიგიურ გაერთიანებას“ იოანე წინამორბედის შობის საკულტო ნაგებობა, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ვოლინის ოლქის კაშირსკის რაიონის სოფელი კრიმნო“, - ნათქვამია განკარგულებაში.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მართლმადიდებელი მრევლი სოფელ კრიმნოში, რომელიც ეკუთვნის ერთმანეთის მოსაზღვრე სოფლების კრიმნოსა და ბრონიცის გაერთიანებას, 2019 წელს ერთ-ერთი პირველი იყო გადარეგისტრირებული მეუ-ს სასარგებლოდ. თვითონ ტაძარი მიტაცებული იყო 2019 წელს ახალი საეკლესიო სტრუქტურის მომხრეთა მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით. მღვდელმა უარი თქვა მეუ-ში გადასვლაზე. უმე-ს მრევლი მაინც არ დაეცა, მიუხედავად ტაძრის დაკარგვისა. მოგვიანებით აქ ახალი წინამძღვარი დანიშნეს და მის დროს მრევლის აღდგენადასრულდა: 7 ივლისს, იოანე წინამორბედის შობის დღეს, ვოლინისა და ლუცკის არქიეპისკოპოსმა ნათანაელმა (კრიკოტა) სოფელ ბრონიცაში შეასრულა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ სახელობის ტაძრის კურთხევა.
ერთი დღის შემდეგ, 2021 წლის 8 სექტემბერს, სერგეი მოვენკომ ხელი მოაწერა კიდევ ერთ „საეკლესიო“ განკარგულებას № 542, სადაც, მეუ-ს ახალი გაერთიანებების რეგისტრაციის გარდა, ლაპარაკია ლუცკის რაიონის (ადრე - როჟიშჩენსკის რაიონი, რომელიც რეფორმის შედეგად იყო ლიკვიდირებული) სოფ. ვიშენკის უმე-ს მრევლის წესდებაში ცვლილებებზე.
„დარეგისტრირდეს ცვლილებები ლუცკის რაიონის სოფ. ვიშენკის რელიგიური ორგანიზაციის წესდების „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა პეტრე-პავლეს გაერთიანების“ ახალ რედაქციაში ახალი სახელწოდებით - რელიგიური ორგანიზაცია „ვოლინის ოლქის ლუცკის რაიონის სოფელ ვიშენკის უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულ პეტრე და პავლეს რელიგიური გაერთიანება“, - ნათქვამია განკარგულებაში.
როგორც მჟკ კორესპონდენტი იუწყება, ამ დოკუმენტში აგრეთვე ლაპარაკია უმე-ს ერთ-ერთ მრევლზე, რომელიც „გადავიდა“ ახალ საეკლესიო სტრუქტურაში 2019 წლის თებერვალში: ის დარჩა მიტაცებული ტაძრების ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან იურიდიულ პირთა შორის, რომელთა გადარეგისტრირება არ ჩატარდა ოფიციალურად.
შეგახსენებთ, 4 სექტემბერს ბრონიცის ტაძარში, რომელიც მიტაცებულის ნაცვლად აშენდა, საკვირაო სკოლა გაიხსნა.



