ფანარიონი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინაციას და ნიღბების ტარებას

არქიეპისკოპოს ელპიდიფორეს (ლამბრინიადისი) სიტყვებით, ვაქცინაცია - ეს ქრისტიანთა მორალური მოვალეობაა.
აშშ-ში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქისაეპისკოპოსოს მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ელპიდიფორემ (ლამბრინიადისი) განაცხადა, რომ ფანარიონი მხარს უჭერს ვაქცინაციას და ნიღბების ტარებას, იუწყება Kathimerini.
მისი სიტყვებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან „ჩვენ ყოყმანის გარეშე მივიღეთ ამ სფეროს მეცნიერ-სპეციალისტების რჩევები“.
„უმცირესობა შეიძლება კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მაგრამ ჩვენ მივმართეთ ონლაინ-მსახურებების ჩატარებას და მოვახდინეთ ჩვენი პრაქტიკის ადაპტირება საიდუმლოებების აღსრულებისას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიღბების სწორად გამოყენებას და ვაქცინაციას როგორც საკუთარი თავის დაცვის საშუალებას, აგრეთვე ჩვენი, როგორც ქრისტიანების, მორალური მოვალეობის შესრულებას სხვების დასაცავად“, - თქვა ფანარიონის იერარქმა.
მანამდე ფანარიონის მეთურმა, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ მათ, ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, გამართლება არ აქვთ.



