მეუფე თეოდოსი ტაძრის მიტაცების შემდეგ: „და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად”

18 October 14:28
2198
მიტროპოლიტი თეოდოსი. ფოტო: видео Черкасская епархия მიტროპოლიტი თეოდოსი. ფოტო: видео Черкасская епархия

მიტროპოლიტმა თეოდოსმა ჩერკასკში,  მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის მიტაცების შემდეგ, მიმართა მრევლს. 

17 ოქტომბერს ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტმა თეოდოსმა მიმართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (უმე) მორწმუნეებს ჩერკასკში რადიკალთა მიერ მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის მიტაცების შემდეგ. შტურმის დროს გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რამაც, როგორც ვიდეოში ჩანს, მეუფეს მხედველობის პრობლემები შეუქმნა. მიუხედავად სირთულეებისა, მიტროპოლიტმა მოუწოდა მრევლს გამძლეობისკენ და დარწმუნებით თქვა, რომ ტაძარი კვლავ აღივსება მადლით, როდესაც მორწმუნეები შეძლებენ დაბრუნებას.

„ძმებო და დებო! ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ჩვენ ვცდილობდით ჩვენი ტაძრის დაცვას ბანდიტებისგან. სამწუხაროდ, ძალას ვერაფერი ვერ დავუპირისპირეთ. ამიტომ ჩვენი ტაძარი მიტაცებულია, თუმცა უკანონოდ“, - თქვა მიტროპოლიტმა თეოდოსმა.

მეუფემ თქვა, რომ უმ-ს ტაძართან დაკავშირებული სიტუაციის გამო ის მიმართავს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სამართლიანობის მიღწევა რთული იქნება პოლიტიკური სიტუაციის გამო: „რა თქმა უნდა, ვეცდებით სასამართლოებში სიმართლის დადგენას, მაგრამ იმის გათვალისწინწებით,  თუ როგორ წყდება ახლა ჩვენთან ეს საქმეები, პოლიტიკური მიზანდასახულობიდან გამომდინარე, იმედი თითქმის არ არის“.

უმე-ს იერარქმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სულიერი კავშირი ტაძართან რჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მორწმუნეებმა დროებით დაკარგეს მასთან კავშირი და მოიყვანა სახარების სიტყვები: „და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად”.

„ჩვენთან ერთად ტაძრიდან მიდის ღვთის მადლი. ჩვენთან ერთად ტაძრიდან მიდის მთავარანგელოზ მიქაელისა და ღირსმოწამე მაკარის  მფარველობა და შეწევნა“. მან მრევლს მოუწოდა, რომ არ დაკარგონ იმედი და დარწმუნებულები იყვნენ, რომ უმე-ს ერთგულები ნამდვილად დაბრუნდებიან იქ. 

 

მიმართავდა რა შტურმისგან დაზარალებულ მორწმუნეებს, მიტროპოლიტმა მათ პრაქტიკული რჩევები მისცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუარონ მიღებულ ტრავმებს. მეუფე ლაპარაკობდა მღვდლების ჩამსხვრეულ კბილებზე, მოტეხილობებზე და ტვინის შესაძლო შერყევებზე: „ძმებო და დებო, ყველამ, ვინც დღეს დაზარალდა, მიმართეთ მედიკოსებს, იმკურნალეთ. უფალი თითოეულ თქვენგანს მიაგებს თქვენი რწმენისა და ეკლესიის დაცვის თქვენი სურვილის სიძლიერის შესაბამისად“.

მიტროპოლიტმა თეოდოსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუ ტაძრების მიტაცებები გაგრძელდება, მორწმუნეები იძულებულები იქნებიან ფარულ ლოცვაზე გადავინენ: „კავშირი გქონდეთ თქვენს მღვდლებთან, გავნაწილდეთ ბინებში, სახლებში, სხვენებში, სარდაფებში, ვილოცოთ და აღვავლინოთ წირვა ფარულად“. ბოლოს მიტროპოლიტმა ყველა დალოცა, მოუწოდა ერთობისკენ და ლოცვისკენ: „ჩვენთან არს ღმერთი, ღვთისმშობელი არს ჩვენთან, მთავარანგელოზი მიქაელი არს ჩვენთან და წმინდა ღირსმოწამე მაკარი არასდროს არ დაგვტოვებს ჩვენ!“

როგორც მჟკ იუწყებოდა, ჩერკასკში უცნობებმა კამუფლაჟებში მეორე მცდელობით მიიტაცეს უმე-ს ტაძარი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ