„რუსული სამყარო“ პოლიტიკური იდეაა, - კსას-ის პედაგოგი

18 October 17:50
1768
პროფესორი ვლადიმერ ბურეგა УПЦ პროფესორი ვლადიმერ ბურეგა УПЦ

პროფესორმა ბურეგამ განაცხადა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიიღებს გადაწყვეტილებას და მას შემდეგ შესაძლებელი გახდება რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვა „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდის გამო.

კიევის სასულიერო აკადემიის (კსა) პრორექტორმა  სამეცნიერო-საღვთისმეტყველო დარგში, პროფესორმა ვლადიმერ ბურეგამ წარმოადგინა მოხსენება „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის გენეზისი  ХХ-ХХI სს. მიჯნაზე და მისი ძირითადი ნიშნები“, იუწყება უმე-ს პრეს-სამსახური.

პროფესორმა ბურეგამ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ უახლოეს დროს მოსალოდნელია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ სპეციალური დადგენილების მიღება. ეს დადგენილება დაარეგულირებს „რუსული სამყაროს იდეოლოგიის პროპაგანდის  რელიგიური ორგანიზაციების გამოყენების ფაქტების შესახებ საკითხთა განხილვის თანმიმდევრობას. ამრიგად, როგორც ავტორი ამბობს, „რუსული სამყაროს იდეოლოგიის პროპაგანდის  მოტივებზე რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვის თანმიმდევრობა განსხვავებული იქნება მოსკოვის საპატრიარქოსთან აფილირების შემთხვევაში“. ამიტომ ის თვლის, რომ აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რას შეიცავს ეს ტერმინი.

თავის მოხსენებაში პროფესორმა ვრცლად ისაუბრა „რუსული სამყაროს“ იდეის ევოლუციის შესახებ და აჩვენა, რომ ეს კონცეპცია, რომელიც 1990-იან წლებში  ლიბერალურ წრეებში ჩაისახა,  თანდათან გადაიქცა უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ იდეურ დასაბუთებად.

ბურეგას სიტყვებით, „რუსული სამყაროს“ კონცეპცია  პოლიტიკურ კონტექსტში თავდაპირველად გამოყენებული იყო  რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფი რუსულენოვანი საზოგადოებრიობისთვის დადებითი იმიჯის შესაქმნელად. 1998 წელს ეს კონცეპტი გამოიყენებოდა რუსეთის კულტურული იზოლაციის თავიდან ასაცილებლად. მოგვიანებით „რუსულ სამყაროში“ იგულისხმებოდა გაერთიანებათა ქსელი საერთო ენითა და კულტურით. ეს გახდა ძირითადი მარკერი, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობა იყენებდა „საზღვრებს მიღმა“ თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაბუთებისთვის. „იქ, სადაც რუსულ ენაზე მოლაპარაკე და რუსული კულტურის მოყვარული ხალხია, იქ „რუსული სამყაროა“, ესე იგი, იქ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებია“, - განმარტავს პროფესორი ბურეგა.

2008 წლისთვის ტერმინი „რუსული სამყარო“ უკვე განმტკიცდა რუსულ პოლიტიკაში და ის სახელმწიფო დისკურსის ნაწილი გახდა. მას არა მარტო ფილოსოფოსები და პიარის მუშაკები  იყენებდნენ, არამედ სახელმწიფოს პირველი პირებიც.

პროფესორმა აღნიშნა, რომ პატრიარქი კირილე ამ ტერმინს იყენებდა, თუმცა მისთვის „რუსული სამყაროს“ მთავარი მარკერი არა ენა ან კულტურა, არამედ მართლმადიდებელი სარწმუნოებაა. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ლოგიკით, „რუსული სამყარო“ არსებობს იქ, სადაც ვრცელდება მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქცია. მეტიც, პატრიარქის აზრით, თანამედროვე რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ხალხები ქმნიან „რუსული სამყაროს“ ერთიან ხალხს.

ბურეგამ აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ, ამ ლოგიკის მიხედვით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია რმე-სთვის შეუძლებელია, ვინაიდან „რუსული სამყაროს საფუძველს მართლმადიდებელი რწმენა წარმოადგენს, რომელიც კიევის ნათლობის ემბაზში წარმოიქმნა“, ესე იგი კიევი - „რუსული სამყაროს“ განუყოფელი ნაწილია.

2014 წელს ყირიმის ოკუპაციისა და დონბასში ომის შემდეგ „რუსული სამყაროს“ კონცეპცია გამოიყენებოდა როგორც უკრაინის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის იდეური დასაბუთება. პატრიარქმა კირილემ გამოიყენა დოქტრინა აგრესიის გასამართლებლად და ამტკიცებდა, რომ უკრაინასთან კონფლიქტი - ცივილიზებული დაპირისპირებაა „რუსულ სამყაროსა“ და დასავლეთის ელიტას შორის.

პროფესორმა ბურეგამ ხაზი გაუსვა, რომ „რუსული სამყაროს“ იდეა არ არის საეკლესიო სწავლების ნაწილი. ის არ შეიცავს სწავლებას ღმერთზე და მის დამოკიდებულებაზე სამყაროსთან და კაცობრიობისთან. „თუმცა პატრიარქი კირილე ცდილობდა მიენიჭებინა ამ იდეოლგიისთვის საეკლესიო სწავლების ნიშნები, აშკარაა, რომ „რუსული სამყაროს“ კონცეპტი სულ სხვა ბუნებას შეიცავს“, - განაცხადა ბურეგამ და დაამატა, რომ „რუსული სამყაროს“ იდეოლიგია გადაიქცა ერთგვარ სამოქალაქო რელიგიად, რომელიც შორს არის საღვთისმეტყველო სწავლებისგან.

ამრიგად, პროფესორი ბურეგა აკეთებს დასკვნას, რომ დღესდღეობით „რუსული სამყაროს“ იდეოლოგია გამოიყენება როგორც რუსეთის სახელმწიფოს, ასევე მოსკოვის საპატრიარქოს მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამართლებისთვის.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე მხარს არ უჭერს და ემიჯნება „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიას. მეტიც, ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ იდეის მიმართ დიდი ხნის წინ საჯაროდ გამოხატა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ: „ჩვენ არანაირ რუსულ სამყაროს არ ვაშენებთ, ჩვენ ვაშენებთ ღვთის სამყაროს“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ