სვიატაგორსკის ლავრაში როვენსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან 20 ტონა დახმარება მიიტანეს

18 October 19:12
518
სვიატოგორსკის ლავრა. ფოტო: svlavra.church.ua სვიატოგორსკის ლავრა. ფოტო: svlavra.church.ua

მონასტრისთვის დახმარება ორ კვირაში შეაგროვეს.

უმე-ს როვენსკის ეპარქიის მორწმუნეებმა სვიატოგორსკის მიძინების ლავრის საჭიროებებისთვის  20 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს. ტვირთი მონასტერში 17 ოქტომბერს საღამოს ჩაიტანეს, იუწყება საიტი  svlavra.church.ua.

ქველმოქმედების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ზდოლბუნოვსკის და პირველი კორეცკის სამრევლოებმა. შეგროვების ინიციატორის, დეკანოზ ალექსანდრე ეგოროვის სიტყვებით, ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება მოკლე დროში მოხერხდა.

„იცოდნენ და ხედავდნენ  რა ამ რეგიონის დიდ გაჭირვებას და იმას,  თუ როგორ დაზარალდა ლავრა, ხალხმა მყისიერად უპასუხა დახმარების მოწოდებას წმინდა მთებში მაცხოვრებელ ერისა და ბერის მიმართ. ასე რომ, საბოლოოდ ზუსტად ერთ-ორ კვირაში მოხერხდა 20 ტონაზე მეტი ტვირთის მოგროვება. შეგროვდა იმდენი, რომ ახლა ყველაფრის წამოღება ვერც შევძელით“, - თქვა მამა ალექსანდრემ.

ტვირთში შევიდა კვების პროდუქტები: კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, ფქვილი, კონსერვები, შაქარი და სხვ., აგრეთვე პირადი ჰიგიენის საშუალებები.

წმინდა მთებში ტვირთს მიაცილებდნენ როვენსკის ეპარქიის მღვდლები. მათი მეშვეობით მორწმუნეებმა გადასცეს ლავრაში მოსახსენიებლები და ფინანსური დახმარება.

„ჰუმანიტარული ტვირთების წყალობით, რომელიც სვიატოგორსკის ლავრაში მიემართება, მონასტერი არა მარტო უზრუნველყოფს თავის მაცხოვრებლებს და დევნილებს, არამედ ეხმარება მიმდებარე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებსაც“, - ნათქვამია უწყებაში. 

როგორც მჟკ წერდა, მანამდე სვიატოგორსკის ლავრაში მიიტანეს დახმარება უმე-ს დნეპროპეტროვსკის ეპარქიიდან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ