მეუ კვიპროსის კლირიკოსის ბრონიცაში ვიზიტზე: ვიღაც არქიმანდრიტები ჩამოვიდნენ

2019 წელს არქიმანდრიტი ნექტარიუსი ჩამოვიდა უმე-ს ვოლინსკისა და სხვა ეპარქიებში, სადაც ესაუბრა მეუ-ს მიერ მიტაცებული ტაძრების მრევლს.
„მღვდელი“ ოლეგ მიცკო ვოლინსკის ოლქის სოფელ კრიმნოდან (ბრონიცა) ჰყვებოდა უმე-ს მორწმუნეთა „პროვოკაციების“ შესახებ და მათ მცდელობებზე წარმოაჩინონ მეუ არასახარბიელო მხრიდან „ვიღაც არქიმქანდრიტის“ წინაშე.
„ისინი (უმე-ს გაერთიანება - რედ.) ამ დროს სახლში მსახურობდნენ, - ჰყვებოდა მიცკო რესურს «Релігійна правда»-თან ინტერვიუში. - ჩამოვიდნენ იქ რაღაც დელეგაციები, ვიღაც არქიმანდრიტი და უყვებოდნენ მათ, თითქოს ჩვენი მრევლი მათ სცემდა და მათ სახლებს აოხრებდა... მოკლედ, სიმართლეს არ ამბობდნენ“.
მისი სიტყვებით, მრევლის „გადაყვანა“ მეუ-ში ნებაყოფლობითი იყო, ხმას აძლევდნენ ისე, „როგორც წესია“, ხოლო უმე-ში „რაღაც სისულელეებს იგონებდნენ და ცილს სწამებდნენ მათ''.
შეგახსენებთ, სოფელ კრიმნოს მართლმადიდებელი მრევლი, რომელიც ეკუთვნის ერთმანეთთან მოსაზღვრე სოფლებს კრიმნოსა და ბრონიცას, 2019 წელს ერთ-ერთი პირველი იყო ვოლინში, რომელიც გადარეგისტრირდა მეუ-ს სასარგებლოდ. თვით ტაძარი მიტაცებული იყო 2019 წელს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, მაგრამ საბოლოოდ ხელისუფლებამ ის მეუ-ს გადასცა მხოლოდ 2021 წლის სექტემბერში.
2019 წელს უმე-ს მრევლს ბრონიცაში და სხვა რეიდერობისგან დაზარალებულ გაერთიანებებს ეწვია კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ტამასოსკის ეპარქიის მდივანი, არქიმანდრიტი ნექტარიუსი (ბაკოპულოსი). მღვდელმსახური გაოცებული იყო დევნილ მორწმუნეთა ღრმა რწმენით და მათი ერთგულებით ეკლესიისადმი.