ზორია: შეტაკება ჩერკასკის ტაძართან - რფ-სთვის „სურათის“ შექმნის მცდელობა
მთელი პასუხისმგებლობა ტაძრის შტურმზე და უმე-ს მორწმუნეთა ცემაზე მან ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტ თეოდოსს დააკისრა.
მეუ-ს სპიკერმა, „მიტროპოლიტმა“ ევსტრათე ზორიამ განაცხადა, რომ შეტაკებები ჩერკასკის წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძართან პროვოცირებული იყო მედიისთვის ერთიანი სურათის შესაქმნელად, რომლის გამოყენებას შეძლებს რუსული პროპაგანდა, იუწყება Укринформ.
მთელი პასუხისმგებლობა ტაძრის შტურმზე და უმე-ს მორწმუნეთა ცემაზე მან დააკისრა ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტ თეოდოსს და ამის დასტურად მას მეუფის თითქოს პრორუსული შეხედულებები მოჰყავდა.
ზორიას სიტყვებით, ჩერკასკის მოვლენები შეგნებული პროვოკაცია იყო რუსეთის პროპაგანდისთვის მასალის შექმნის მიზნით. მეუ-ს სპიკერმა აგრეთვე განაცხადა, რომ მიტროპოლიტ თეოდოსს გაეროს სხდომებზე არაერთხელ უთქვამს უმე-ს მორწმუნეთა დევნის შესახებ, მაგრამ, მისი აზრით, ეს ღონისძიებები რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული.
მეუ-ს „მიტროპოლიტმა“ ხაზი გაუსვა, რომ უმე-ს ჩერკასკის ეპარქიის მეთაურმა წინასწარ იცოდა იმის შესახებ, რომ დუმენკოს სტრუქტურა აპირებს ისარგებლოს თავისი უფლებით ტაძარზე და ამიტომ მოაწყო პროვოკაცია უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით. გარდა ამისა, მან გაიხსენა მეუფე თეოდოსის სისხლის სამართლის საქმეები, რაც, ზორიას აზრით, ადასტურებს მიტროპოლიტის პრორუსულობას.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ჩერკასკში რეიდერებმა უმე-ს მორწმუნეებს სროლა აუტეხეს.