პატრიარქმა ბართლომემ საკუთარ თავს ძეგლი გაუხსნა

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ავსტრალიაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მისი ძეგლის გახსნაში.
2024 წლის 15 ოქტომბერს შედგა ქანდაკების გახსნა, რომელიც მომავალში ქალაქ მელბურნის პანაღიის წმინდა მონასტრის „აქსიონ ესტის“ სტუმრებს გაახსენებს პატრიარქ ბართლომეს ვიზიტს ავსტრალიაში, იუწყება orthodoxianewsagency.
მოქანდაკე ს. ჯინქსმა კონსტანტინოპოლის პატრიარქი გამოსახა სკამზე დამჯდარი და წიგნით ხელში, რომელზეც ბერძნულ და ინგლისურ ენებზე წერია: „ეკლესიის კონსტიტუცია“.

„ვფიქრობ, ქანდაკების ზოგადი სახე ტოვებს უბრალოების და მორჩილების შთაბეჭდილებას, თვისებები, რომლებიც, საერთო აზრით, ჩვენი პატრიარქის პიროვნებას ამშვენებს და აახლოებს მას მის სულიერ შვილებთან და მთელი მსოფლიოს ადამიანებთან, რომლებსაც ხვდა წილად ბედნიერება ახლოს იცნობდნენ მას“, - აღნიშნა პროექტის აღწერისას ავსტრალიის ეპისკოპოსმა მაკარმა (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო).
პატრიარქი ბართლომე პირველად არ იღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში. 2015 წ. მან გახსნა საკუთარი ბიუსტი საბერძნეთის უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის წინ კუნძულ ჰალკიზე.
როგორც მანამდე მჟკ წერდა, პატრიარქმა ბართლომემ რმე დედა-ეკლესიისადმი უმადურობაში დაადანაშაულა.



