ისრაელის თავდაცვის სამინისტრო დაღუპული ჯარისკაცის საფლავიდან ჯვრის მოშორებას ითხოვს
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საფლავებზე ჯვრის აღმართვა კანონით აკრძალულია.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ სთხოვა 19 წლის ქრისტიანი და ცახალის უფროსი სერჟანტის დავით ბოგდანოვსკის ოჯახს, რომელიც დაიღუპა 2023 წლის დეკემბერში ღაზას სექტორში, მოაშორონ ჯვარი მისი საფლავის ქვიდან, იუწყება The Erusalem Post.
დავითი დაკრძალეს ჰაიფას სამხედრო სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულია ებრაელი სამხედრო მოსამსახურეები.
2024 წლის 7 ოქტომბერს, გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ, იულია ბოგდანოვსკაიამ სასაფლაოზე მისვლისას აღმოაჩინა, რომ მისი შვილის საფლავის ქვა შავი ქსოვილით იყო დაფარული. მან თავისი აღშფოთება სოციალურ ქსელში გამოთქვა:
„დღეს დავინახე, რომ ჩემს დავითს, ჩემს პირად გმირს, ისრაელის გმირს, მონუმენტი და ჯვარი შავი ქსოვილით გადააფარეს. მეგონა, ჩემი შვილი სხვა ბიჭებისგან არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ დამამცირეს...“
ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ისრაელის მედიაში. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კანონით აკრძალულია სამხედრო საფლავებზე ჯვრის ან სხვა რელიგიური სიმბოლოების განთავსება. თუმცა, ამ სასაფლაოს ზოგიერთი საფლავის ქვა შეიცავს რელიგიურ ნიშნებს.
სამინისტრო ბოგდანოვსკის ოჯახთან კომპრომისის პოვნას ცდილობს.
როგორც მჟკ იტყობინება, ისრაელში მოზარდი თავს დაესხა ქრისტიან ტურისტებს.