საბერძნეთში სასამართლომ ეკლესიის ზარების რეკვაზე შეზღუდვა დააწესა
ბერძნულ ტაძარს აეკრძალა ზარების რეკვა, გარდა რელიგიური და ლიტურგიული მიზნებისა.
სიროსის სასამართლომ დაადგინა, რომ აეკრძალოს ბერძენ მრევლს ზარების რეკვა, გარდა რელიგიური და ლიტურგიული მიზნებისა, იუწყება Rightlife skaipatras.gr-ზე მითითებით. აქამდე ტაძრის ზარი საათს უერთდებოდა და ყოველ 30 წუთში რეკავდა, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლის უკმაყოფილებას იწვევდა. მათ სასამართლოს მეშვეობით მიაღწიეს ზარის დარეკვის შეზღუდვას. ახლა ზარების რეკვა ნებადართულია მხოლოდ უფლის, ღვთისმშობლისა და მფარველობის დღესასწაულებზე.
მრევლი ვალდებულია დაიცვას სასამართლოს მიერ დადგენილი დუმილის რეჟიმი და ყოველი დარღვევისთვის 200 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება. სასამართლომ ასევე შეზღუდა ზარების რეკვა საჯარო რეკრეაციულ საათებში, თუნდაც რელიგიური მიზნებისთვის.
ადვოკატმა ვასილის სოტიროპულოსმა გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი პრეცედენტი უწოდა საბერძნეთში ეკლესიის ზარების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით.
როგორც მჟკ იტყობინება, აგვისტოში საბერძნეთში ტყის მასშტაბური ხანძრის გამო ორი მონასტრიდან მსახურების ევაკუაცია გახდა საჭირო.