კარპაჩოვში უმე-ს თემს ვალაამის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი ესტუმრა

ჩერნოვიცკის ეპარქიის იღუმენი ფოტიუსი სათავეში ჩაუდგა ღამისთევის რიტუალს კარპაჩოვში მრევლის დროებით ტაძარში, რომელიც მეუ-ს რეიდერობისგან დაზარალდა.
2021 წლის 21 სექტემბერს ვიჟნიცკის სოფელ კარპაჩოვის უმე-ს თემი ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს, რომელიც დაზარალდა მეუ-ს საეკლესიო რეიდერობისგან, ეწვია ვალაამის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ფოტიუსი (ბეგალი), გვატყობინებს ჩერნოვიცკ-ბუკოვინის ეპარქიის ფეისბუქ-გვერდი.
მამა ტოფიუსი ხელმძღვანელობდა ღამისეთევის რიტუალს დევნილის თემის დროებით ტაძარში, სადაც კარპაჩოვის უმე-ს მორწმუნეები ატარებენ ღვთისმსახურებას მათი სავანის მეუ-ს აქტივისტების მიერ მიტაცების შემდეგ ხელისუფლების მხარდაჭერით. მასთან თანამსახურობდა ტაძრის წინამძღოლი იგორ სოროკო და ადგილობრივი სამღვდელოება.
იღუმენი ფოტიუსი სათავეში უდგას ვალაამის მონასტრის პრიოზერის სამონასტრო კომპლექსს 1991 წლიდან. ცოტა ხნის წინ პატრიარქ კირილის ბრძანებით ის დაინიშნა ქალაქ სორტავალას სამონასტრო კომლექსის მეთაურად.



