ეპიფანე არ არის ეკლესიის თავი უკრაინაში, - ლიმასოლის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი ათანასე თვლის, რომ ეკლესიის წმინდა კანონები უფლებას არ აძლევენ მას, რომ აღიაროს დუმენკო ეკლესიის წინამძღოლად უკრაინაში.
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე არ თვლის ეპიფანე დუმენკოს უკრაინაში ეკლესიის კანონიკურ წინამძღოლად. ამის შესახებ მეუფე ყვებოდა გამომცემლობა «Φ»-თან ინტერვიუში, იუწყება «Ромфея».
მიტროპოლიტმა ათანასემ აღნიშნა, რომ „არ ეთანხმება ეპიფანეს აღიარებას ეკლესიის კანონიკურ წინამძღოლად უკრაინაში იმ მიზეზებით, რომლებიც მითითებულია წმინდა კანონებში“.
გარდა ამისა, მეუფე იუწყებოდა, რომ არ ეთანხმება არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის პოზიციას, რომელმაც ცნო ეპიფანე, ვინაიდან ეს „აღიარება“ მოხდა წმინდა სინოდისთვის შეტყობინებისა და მისი თამხმობის გარეშე.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასეს სიტყვებით, ის, რაც დაკავშირებულია ტომოსთან, კავშირში არ არის ღმერთთან.



