უმე-ს სპიკერი: მეუ-ში მიხვდნენ, რომ არანაირი „გადასვლა“ მეტი აღარ იქნება

უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილემ «Перший Козацький»-ის youtube-არხზე თქვა, რომ მეუ-ში მიხვდნენ არანაირი „გადასვლა“ მეტი აღარ იქნება.
„მართლმადიდებელ სამყაროში ხდება ამ მოვლენების გააზრება (უკრაინის განხეთქილების, - რედ.), ადგილობრივი ეკლესიების ის მღვდელმთავრებიც, რომლებიც ხმამაღლა მხარს უჭერდნენ მეუ-ს აღიარებას, დამშვიდდნენ. მშვიდი, საღი შეფასებისა და გადაწყვეტილებების დრო დგება. მოვლენები, რომლებსაც ვაკვირდებოდით 2018-19 წლებში, არა ეკლესიური, არამედ პოლიტიკური იყო, ეს იყო ხმაური. ახლა, მადლობა ღმერთს, ამ თემამ ჩვენს საზოგადოებაში უკვე დაკარგა აქტუალობა. მეუ-შიც მიხვდნენ, რომ არავითარი „გადასვლები“ მეტი აღარ იქნება, მე ინსაიდერულ ინფორმაციას გაწვდით. იქ (მეუ-ში - რედ.) აგრეთვე არსებობს გარკვეული განხიბლვა და იმის შეგრძნება, რომ მოლოდინი არ გამართლდა, ხოლო მათ წინაშე დასახული პერსპექტივები არ განხორციელებულა“, - აღნიშნა დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა.
უმე-ს სპიკერის სიტყვებით, ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში, რომლებმაც აღიარეს მეუ, მათი წინამძღოლების შეცვლის შემდეგ შესაძლებელი გახდება გადაწყვეტილებების გადახედვა უმე-ს სასარგებლოდ.
„მთელი ეს ისტორია ცხადყოფს, რომ ნაჩქარევად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს. სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ყველას თანხმობით, კონფლიქტის გარეშე, რომელსაც ეკლესიისთვის დადებითი შედეგი არ მოაქვს“, - დაამატა მღვდელმა.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ განაცხადა, რომ მის მიერ მეუ-ს არაღიარება ეს სინდისისა და ეკლესიის კანონების საკითხია.



