რკე-ს არქიეპისკოპოსმა დააანონსა პაპის ვიზიტი უკრაინაში

რკე-ს ლვოვის არქიდიოცეზის არქიეპისკოპოს-მიტროპოლიტი პროგნოზირებს პაპი ფრანცისკეს ვიზიტს უკრაინაში 2022 წელს.
რომის პაპი ფრანცისკე გეგმავს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს უკრაინას 2022 წელს, გვატყობინებს პოლონური ინტერნეტ-გამოცემა Katolika Agencja Informacyjna.
რომაელ-კათოლიკეთა მეთაურის ვიზიტის თაობაზე გვამცნობს რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ლვოვის არქიდიოცეზის არქიეპისკოპოს-მიტროპოლიტი მეჩისლავ მოკშიცკი. „გავიგე, რომ წმინდა მამა გეგმავს ასეთ ვიზიტს მომდევნო (2020- რედ.) წელს“, - განაცხადა მან პოლონური გამოცემისადმი მიცემულ ინტერვიუში.
ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პაპ ფრანცისკესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი ელოდება რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ვიზიტს.
როგორც მჟკ წერდა, პაპმა მოუწოდა უნგრეთს გახდეს ღია მუსულმანი მიგრანტებისთვის.



