პატრიარქმა ბართლომემ დაკარგა კანონიკური აზრი, - მს სსკგ-ს თავმჯდომარე

05 October 2021 21:10
21
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: unn.com.ua კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: unn.com.ua

მიტროპოლიტმა ილარიონმა კომენტარი გააკეთა რმე-ს გადაწყვეტილებაზე, რომ ფანარიონის მეთაურს არ აქვს უფლება გამოდიოდეს მთელი მართლმადიდებლობის სახელით.

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს მიერ უკრაინული განხეთქილების მონაწილეებისა და „სამოსვიატების“ აღიარება მოწმობს იმას, რომ მან სრულიად დაკარგა კანონიკური აზრი, თქვა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფელების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა პროგრამაში „ეკლესია და სამყარო“ («Церковь и мир»), იუწყება მს სსკგ-ის ოფიციალური საიტი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ ფანარიონის მეთაურს უფლება არ აქვს თავის თავს მართლმადიდებლობის ლიდერი უწოდოს, რმე-ის იერარქი ყვებოდა, რომ ახლანდელი ეპისკოპოსების ლეგიტიმურობა, რომლებიც ეკლესიაში მსახურობენ, სრულად  მოციქულთა მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, კერძოდ კი - ხელდასხმების უწყვეტ ჯაჭვზე. ამასთან, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა უკრაინული განხეთქილების მონაწილეები, რომელთა იერარქია სრულიად არალეგიტიმურია. უკრაინული განხეთქილების ერთი ხაზის „ეგრეთ წოდებული „იერარქია“ ორი ავანტიურისტისგან მომდინარეობს - რომლებიც თავს გაქცეული დიაკვანის ეპისკოპოსად და ხარისხდაკარგულ ეპისკოპოსად ასაღებენ. ეს „სამოსვიატები“ პატრიარქმა ბართლომემ ეპისკოპოსებად აღიარა“, - თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

გარდა ამისა, რმე-ს იერარქის სიტყვებით, ფანარიონის მეთაურმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით  თითქოს გააუქმა მრავალმილიონიანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, „გადასცა“ მისი უფლებები მის მიერ შექმნილ ახალ სტრუქტურას - მეუ-ს. ახლა კი პატრიარქი ბართლომე ცდილობს, ლოიალური ხელიასუფლების დახმარებით,  მიაღწიოს, რომ ამ სტრუქტურას გადაეცეს კანონიკური ეკლესიის ქონებაც. „მთელი ეს ქმედებები იმდენად უკანონოა, რამდენადაც, როგორც უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თქვა, შეშლილი, ისინი მეტყველებენ იმაზე, რომ პატრიარქმა ბართლომემ სრულიად დაკარგა წარმოდგენა იმაზე, რომ მან  სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან შეთანხმებით უნდა იმოქმედოს“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, რმე-ში განაცხადეს, რომ ბართლომეს უფლება არ აქვს თავის თავს მართლმადიდებლობის ლიდერი უწოდოს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ