მიტროპოლიტმა ევლოგიიმ მიუსამძიმრა სუმის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს
სუმის ეპარქიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში განსაკუთრებული პარაკლისი აღევლინება.
სუმისა და ახტირისკის მიტროპოლიტმა ევლოგიიმ მწუხარება გამოთქვა 2024 წლის 17-18 ნოემბერს, ქალაქ სუმში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა გამო, იუწყება ეპარქიის პრესსამსახური.
თავის მიმართვაში მან მომხდარს "ბარბაროსული თავდასხმა" უწოდა, რომელმაც სიკვდილი და ნგრევა მოიტანა.
მიტროპოლიტის ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავდა 84 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი. რეანიმაციაში 11 დაზარალებული, მათ შორის 6 ბავშვია. დაიღუპა 11 ადამიანი, მათგან ორი ბავშვი. მიტროპოლიტმა ევლოგიიმ ღრმა მწუხარება გამოუცხადა დაღუპულთა ახლობლებს და აღნიშნა, რომ შედეგების აღმოფხვრა გრძელდება, ტრაგედიის ადგილზე მოხალისეები და სპეციალური სამსახურები მუშაობენ და დახმარებას უწევენ დაზარალებულებს.
„ეს არის ის, რაც სძულს უფალს: ,,ხელები, რომლებიც უმანკო სისხლს ღვრის“ (იგავები 6:16), გაიხსენა მან თავის მიმართვაში და დაგმო აგრესორების ქმედება. მიტროპოლიტმა ყველას მოუწოდა, გააძლიერონ ლოცვა დაჭრილთათვის და უკრაინის მშვიდობიანი მომავლისთვის: „ჩვენ დავდგებით, რადგან ჩვენი რწმენა ურყევია“.
ტრაგედიასთან დაკავშირებით სუმში 18-19 ნოემბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა. მიტროპოლიტ ევლოგის ბრძანებით, სუმის ეპარქიის ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება ლოცვა მიცვალებულთა განსასვენებლად, დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის და ღვთის შემწეობისათვის რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალებულთათვის.
როგორც მჟკ იტყობინება, უმე-ის უძველესი ტაძარი სუმის რეგიონში დაბომბვის შედეგად დაზიანდა.