მს სსკგ-ში ვაქცინირებასთან დაკავშირებით „კოლექტიური გონიერებისკენ“ მოუწოდეს

მიტ. ილარიონმა (ალფეევი) გააკრიტიკა რუსების მხრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინირებაზე უარის თქმა და განაცხადა, რომ რფ კოვიდის გამო ბევრ ადამიანს დაკარგავს.
ვაქცინაციის საკითხებში „კოლექტიურ გონიერებას“ უნდა მოვუხმოთ, თვლის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსი, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ამის შესახებ რმე-ის იერარქმა თქვა პროგრამაში „ეკლესია და მსოფლიო“ შაბათს, 16 ოქტომბერს.
მან გააკრიტიკა იმ ადამიანთა პოზიცია, ვინც არ სარგებლობს უფასო ვაქცინაციის შესაძლებლობით და „სხვებსაც იგივეს მოუწოდებს“.
„ვფიქრობ, ეს ის სიტუაციაა, როდესაც ჩვენ რაღაც კოლექტიურ გონიერებას უნდა მოვუხმოთ. ყოველთვის ვეუბნები იმ ხალხს, ვისაც არ სურს აცრა: თუ თქვენ არ გსურთ, სხვების გამო მაინც გააკეთეთ ეს“, - თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
ის დარწმუნებულია, რომ „ჩვენ უკვე ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ მას (კორონავირუსს - რედ.). გვაქვს ვაქცინა... რომელიც გვიცავს 90%, 96%, 99%-ით“. მღვდელმთავარმა აგრეთვე განაცხადა, რომ საუბარი იმაზე, თითქოს ვაქცინა საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის და არ იცავს კორონავირუსისგან - მითია. მანამდე რს სსკგ უფროსი ყვებოდა, რომ Instagram-მა დაბლოკა მისი ექაუნთი ვაქცინაციის მხარდამჭერი პოსტების მერე, სადაც ვაქცინაციაზე უარის თქმა მან მკვლელობის ცოდვას შეადარა.



