აშშ-ში გამოვიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სტატია უმე-ს მორწმუნეთა დევნის შესახებ

07 December 12:41
966
საილუსტრაციო ფოტო: The Postil საილუსტრაციო ფოტო: The Postil

ამერიკელი ისტორიის მასწავლებელი ყვებოდა უკრაინაში ქრისტიანთა დევნის შესახებ.

პროფესორმა ალექსანდრე პავუკმა, ფილოსოფიის დოქტორმა, ბალტიმორის, აშშ,  მორგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის დოცენტმა დაწერა სტატია უკრაინაში რელიგიური სიტუაციის შესახებ. თავის სტატიაში „უკრაინაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის წინააღმდეგ მეორე ომი“, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში The Postil, პროფესორი ყვებოდა უმე-ს მორწმუნეთა და სამღვდელოების დევნაზე.

ისტორიკოსმა ჩაატარა რელიგიური კატასტროფისა და სახელმწიფო ტერორის ფართო ანალიზი, რომელსაც უმე-ს მილიონობით მორწმუნე განიცდის.

პროფესორ პავუკის სტატია იწყება ორი ციტატით, რომლებიც ეკუთვნის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს და ეპიფანე დუმენკოს:

„რაც არ უნდა გაგვიკეთონ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩვენ მაინც ყველა ერთნაირად გვეყვარება. ჩვენ გვეყვარება ღმერთი, ჩვენ გვეყვარება ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ჯარი. გვეყვარება ყველა ადამიანი და ვილოცებთ მათთვის. ვინაიდან ჩვენი ეკლესია სიყვარულის ეკლესიაა. ის ღმერთის მიერ არის დაარსებული, რომელიც თავად სიყვარულია“ (მიტროპოლიტი ონოფრე ბერეზოვსკი, უმე-ს წინამძღოლი, 2023 წ. 22 ოქტომბერი, უმე-ს ოფიციალური საიტი.

„როდესაც ჩვენ „ბენდეროვცებს“ გვიწოდებენ, ჩვენ ამით  ვამაყობთ... ზოგიერთისთვის ეს სახელი შეურაცმყოფელია, ჩვენთვის კი პატივია. იმიტომ რომ ჩვენმა მიწამ შობა ისეთი სახელოვანი გმირები, რომლებმაც ოდესღაც თქვეს, რომ მოვა დრო, როდესაც იტყვიან „დიდება უკრაინას!“, ხოლო მილიონები უპასუხებენ „დიდება გმირებს!“ („მიტროპოლიტი“ ეპაფანე დუმენკო, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის (მეუ) წინამძღოლი, 2019 წ. 11 აპრილი, მეუ-ს ოფიციალური საიტი).

ალექსანდრე პავუკი თავის სტატიაში დეტალურად იხილავს № 3894 კანონს, რომელიც მიმართულია უკრაინის უდიდესი კონფესიის აკრძალვაზე და განადგურებაზე. პროფესორი ყურადღებას ამახვილებს კანონის შინაარსობრივ ანალიზზე ნორვეგიის სამართალდამცავი ორგანიზაციის „ფორუმი 18“-ის მიერ.

„ყოველდღიურობაში კანონის მიღების მომენტიდან ბევრი რამ არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც უკვე ხდებოდა 2010 წლიდან: ეპისკოპოსები, მღვდლები და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (უმე) მრევლი განიცდიდნენ სასტიკ თავდასხმებს, მათი სამრევლო ეკლესიების მიტაცებებს და ამის გამო ისინი შურს არ იძიებდნენ. იერიშები გრძელდება შიდა ძალების მხრიდან და დაკავშირებულია 2018 წლის ბოლოს დაარსებულ ორგანიზაციასთან სახელწოდებით „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში“ (მეუ), რომელიც ფინანსდება იმავე წლის დეკემბერში შექმნილი ხელისუფლების მიერ, რაზეც ვრცლად ნათქვამია დაბლა. მსგავსი თავდასხმები წლების განმავლობაში რისკის ფასად დოკუმენტირებულია  უკრაინელი ჟურნალისტებისა და სხვა პირთა  მიერ“. 

პავუკი იხსენებს ჩერკასკში უმე-ს მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძრის სასტიკი მიტაცების შემთხვევას და ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ ერთი მაგალითია სხვა ათასობით მაგალითს შორის.

„როგორც ისტორიის პროფესორი შეერთებულ შტატებში, რომელიც რელიგიასა და კულტურაზე ვარ სპეციალიზირებული, მე რამდენიმე წლის განმავლობაში თვალს ვადევნებ რელიგიურ სფეროს უკრაინაში და მიკვირს, რომ ქვეყნის ძირძველ მოქალაქეთა უმეტეს ნაწილს კატეგორიული უარი ეთქვა რელიგიის აღმსარებლობის გარანტირებულ თავისუფლებაზე ამ საშინელი ომის ფონზე“, - წერს ის.

პროფესორი უარყობს უმე-ს წინააღმდეგ ყველა მანიპულაციას და ხაზს უსვამს, რომ დანაშაულებები უკრაინელ ქრისტიანთა წინააღმდეგ ზედმიწევნით დოკუმენტირებულია გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

„თვით უმე, როგორც ასეთი, მოწოდებულია, რომ აწარმოოს იმ მეორეს კოლექტიური  სიმბოლიზირება და აგრეთვე, განტევების ვაცივით, კოლექტიური სასჯელი მიიღოს. თანამედროვე სასჯელს საბედნიეროდ ჯერ არ მიუღია ფიზიკური განადგურების ფორმა, ის ხორციელდება შიდა ტერორიზმის საშუალებით, ინტერნეტში მანიპულაციებით და წაშლის და შეცვლის პოსტმოდერნისტული ჟანრით, დე-ფაქტო წაშლით, რომელმაც მიიღო დე-იურე სტატუსი № 3894-IX კანონის შესაბამისად”, - დარწმუნებულია ისტორიკოსი.

სტატიის სრულად ნახვა შესაძლებელია ლინკით.

როგორც მჟკ წერდა, რობერტ ამსტერდამმა კვლავ გააგზავნა 3894 კანონი აშშ-ს რელიგიური თავისუფლების კომისიაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ