რმე-ში განაცხადეს პატრიარქ ბართლომეს გეგმების დაფინანსებაზე აშშ-დან

მიტროპოლიტმა ილარიონმა კომენტარი გააკეთა პატრიარქ ბართლომეს ვიზიტზე აშშ-ში და მის შეხვედრაზე ბაიდენთან, რომელიც შედგება 25 ოქტომბერს.
მს სსკგ-ის თავმჯდომარემ, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) განაცხადა ტელეარხზე «Россия 24», რომ პატრიარქ ბერთლომეს გეგმებს აფინანსებს ბერძნული თემი აშშ-ში და მხარს უჭერს ამერიკის ადმინისტრაცია.
„ამერიკაში არის სოლიდური ბერძნული დიასპორა, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის სამწყსოს წარმოადგენს და რომელიც ფინანსურად მხარს უჭერს, ფაქტიურად მთლიანად უზრუნველყოფს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. გარდა ამისა, ამერიკის ადმინისტრაცია მრავალი წლის განმავლობაში პოლიტიკურად მხარს უჭერს კონსტანტინოპოლს, მათ შორის იმ ამბიციურ გეგმებშიც, რომლებსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გეგმავს და ნაწილობრივ ახორციელებს კიდევაც“, - თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, მს სსკგ-ის მდივანი მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობებში, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი არ გამორიცხავს უმე-ს დევნის გაძლიერებას და მეუ-ს განხეთქილების მომხრეების მიერ ტაძრების ახალ მიტაცებებს ფანარიონის მეთაურის აშშ-ში ვიზიტის შედეგად.



