პატ. ბართლომე ვაშინგტონში ბაიდენს და სახ.დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ფანარიონის მეთაურმა შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმღვანელთან ენტონი ბლინკენთან.
2021 წლის 25 ოქტომბერს ფანარიონის მეთაურმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ვაშინგტონში ოფიციალური შეხვედრები გამართა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ენტონი ბლინკენთან.
ფანარიონის მთავარმა იერარქმა ამერიკაში, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ჯო ბაიდენის "დიდად მადლობელია".
ბაიდენთან შეხვედრაზე პატრიარქმა ბართლომემ ისაუბრა, რომ აუცილებელია "პოლიტიკურმა ლიდერებმა სწრაფი ქმედებებით უპასუხონ კლიმატურ კრიზისს" და "გავრცელდეს COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს შორის"". ჩვეულებრივ, ფანარიონის მეთაურმა გაიხსენა სემინარიის გახსნა კუნძულ ხალკზე.
ბლინკენთან სტუმარმა სტამბოლიდან ასევე კლიმატურ კრიზისზე ისაუბრა. გარდა ამისა ფანარიონის მეთაურმა "გამოთქვა შეშფოთება ქრისტიანების მდგომარეობაზე ახლო აღმოსავლეთში და ხაზი გაუსვა რელიგიათაშორის დიალოგის როლს".
ასევე გამოხატა მადლიერება სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიმართ შეხვედრისათვის სახელმწიფო დეპარტანენტში, რომელზეც მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების მძიმე მდგომარეობის გამო, შეეხო პოლიტიკური ქმედებების აუცილებლობას კლიმატურ კრიზისის საპასუხოდ და ხაზი გაუსვა რელიგიათაშორის დიალოგის როლს.
როგორც მჟკ იუწყებოდა, კათოლიკე ბაიდენმა განაცხადა, რომ აბორტის უფლების მომხრეა.