ფანარიონის მეთაურმა ბაიდენთან რმე-ის ქმედებების გამო იჩივლა

პატრიარქ ბართლომეს აშშ-ს პრეზიდენტთან და სახდეპარტამენტის მეთაურთან შეხვედრის დროს, უკანასკნელებმა უკმაყოფილება გამოხატეს მოსკოვის საპატრიარქოს ქმედებების გამო.
2021 წლის 25 ოქტომბერს ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ დაიჩივლა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ფანარიონის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო, იუწყება საიტი OrthodoxTimes.com.
კერძოდ, მეუ-ს „ავტოკეფალიის“ თემის განხილვისას, ფანარიონის მეთურმა თქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის თვითგამორკვევის“ წინააღმდეგ და ამით „ეკლესიის კანონზომიერებას ეწინააღმდეგება და მართლმადიდებლობის ერთობას ასუსტებს“. თავის მხრივ, ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს „რუსეთის არაკონსტრუქციული როლის გამო“.
როგრც მჟკ იუწყებოდა, პატრიარქი ბართლომე ვაშინგტონში ბაიდენს და სახდეპარტამენტის მეთაურს შეხვდა.



