ფანარიონი: რმე-სთან ერთობის ძიება მნიშვნელოვანია მართლ-ში ერთობისათვის

29 October 2021 00:30
26
ფანარიონის ეგზარქოსი უკრაინაში ეპისკოპოსი მიხეილი (ანიშენკო). ფოტო: скриншот трансляции Zhyve.tv ფანარიონის ეგზარქოსი უკრაინაში ეპისკოპოსი მიხეილი (ანიშენკო). ფოტო: скриншот трансляции Zhyve.tv

ფანარიონის ეგზარხოსი იმედოვნებს, რომ რმე-სა და მართ-ს შორის დიალოგის კომისიის დოკუმენტების უკრ.თარგმნა დაეხმარება მიიტანოს უკრაინელებამდე "ეკლესიის ერთობის ძიების იდეა".

რმე-სთან ერთიანობის აღდგენის საკითხში დიალოგი აქტუალურია მართლმადიდებლობაში ერთიანობის შენარჩუნებისთვის. ამაზე კონსტანტინოპოლის ეგზარხოსმა უკრაინაში ეპისკოპოსმა მიხეილმა (ანიშენკო) განაცხადა კონფერენციაზე "კათოლიკურ-მართლმადიდებლური დოკუმენტები და მათი რეცეფცია უკრაინაში", რომელსაც კიევში ორგანიზება გაუკეთა უბკე-მ.

მან მადლობა გადაუხადა რმე-სა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის დოკუმენტების უკრაინულად თარგმნაში  ერთობლივი საერთაშორისო კომისიის ყველა მონაწილეს, რამდენადაც ეს "დიდი მოვლენაა ერთიანი ეკლესიის იდეის ძიებისა და ამ საკითხის განხილვა და მსჯელობა ქრისტიანთა ფართო წრისათვის".

"მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგი და ერთიანობის აღდგენის გზების ძიება ასევე აქტუალურია თვით მართლმადიდებლური ეკლესიისათვისაც. ნამუშევარი ამ მიმართულებით შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვაშიც",-თქვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

მჟკ წერდა, რომ ფანარიონის ეგზარხოსის სიტყვებით უკრაინაში, "უკიდურესად მნიშვნელოვანი" მართლმადიდებლურ-კათოლიკური  დიალოგი " აცოცხლებს შიდა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო აზროვნებას" და აიძულებს გადახედოს საღვთისმეტყველო მემკვიდრეობას.   

26 ოქტომბერს კიევში ჩატარდა უბკე-ის, ფანარიონისა და მეუ-ს კონფერენცია ერთიანობის ძიების საკითხზე, რომლის მიმდინარეობისას უბკე-ს მეთაურმა დაასახელა ეკუმენური დიალოგის მიზანი- თანაზიარების აღდგენა, ვატიკანის წარმომადგენელმა მოუწოდა არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა ამ დიალოგის "წარმატებებმა" უკრაინაში მიიღოს პრაქტიკული რეალიზაცია, ხოლო უნიატმა მღვდელმა განაცხადა, რომ კათოლიკებმა და მართლმადიდებლებმა ერთად უნდა აირჩიონ "უკრაინის მომავალი პატრიარქი".

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ