ალბანეთის ეკლესია უმე-ს დასაცავად გამოვიდა
ალბანეთის ეკლესიაში მოუწოდეს, რომ უკრაინაში ანტიეკლესიური კანონი გაუქმდეს.
ალბანეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოვიდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად. განცხადება გამოქვეყნებულია ამე-ის ოფიციალურ საიტზე.
მასში ხაზგასმულია, რომ „შობის წინ უკრაინაში ომის შეწტვეტის მოწოდებები ძლიერდება“.
ალბანეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაიხსენეს მათი 2024 წლის 26 აგვისტოს განცხადების თეზისები: დევნა, პატიმრობები, მკრეხელობა ღვთისმსახურების ჩატარების ადგილებში, წმინდა ეკლესიებისა და წმინდა მონასტრების ქონების კონფისკაცია - საშინელი ქმედებებია. ისინი უფრო სასტიკი ხდება, როდესაც მომდინარეობს დემოკრატიული ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოთა მხრიდან“.
ალბანეთის ეკლესიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „მიტროპოლიტ ონოფრეს მეთაურობით, მილიონობით უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნე, უამრავი ეპისკოპოსი, მღვდელი, ბერი და მონაზონი, ერთიანი სამოციქულო ეკლესიის ყველა წევრი დევნას განიცდის“.
„ვიზიარებთ რა ჩვენი დევნილი ძმების ტანჯვას, ჩვენ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რომ შეჩერდეს ეს ხანგრძლივი სისხლისღვრა, რომელმაც ტკივილი მიაყენა უკლებლივ მთელ უკრაინულ მოსახლეობას. ჩვენ აგრეთვე ვლოცულობთ ამ უსამართლო კანონის გაუქმებისთვის, მშვიდობის დამყარებისთვის და მართლმადიდებლობის ერთობის აღსადგენად, რომ მან გააგრძელოს თავისი მსოფლიო მისიის შესრულება“ - ხაზი გაუსვეს ალბანეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში.
მანამდე მჟკ წერდა, რომ, ალბანეთის არქიეპისკოპოს ანასტასის სიტყვებით, უკრაინაში მოწვეული უნდა იყოს სრულიად მართლმადიდებლური კრება.