მიტროპოლიტი ნეოფიტე: დასავლური სამყარო ლუციფერთან შევიდა დიალოგში
მიტროპოლიტ ნეოფიტეს სიტყვებით, „მთელ მსოფლიოს ესმის, რომ ევროპა ინგრევა და დიდ იმედებს არ ამყარებს ევროპაზე და ზოგადად დასავლურ სამყაროზე“.
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მორფუს მიტროპოლიტმა ნეოფიტემ რუმინელ მღვდელ კვიპრიანე მეგასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამედროვე ევროპა ინგრევა.
თავად ინტერვიუ გამოქვეყნებული იყო 9 დეკემბერს Ομιλίες Μητροπολίτου Μόρ-ში, თუმცა აღწერაში ნათქვამია, რომ მეუფემ ის მისცა ჯერ კიდევ 2024 წლის 8 აგვისტოს.
მიტროპოლიტ ნეოფიტეს სიტყვებით, „მთელ მსოფლიოს ესმის, რომ ევროპა ინგრევა, ჩვენმა რუმინელმა ძმებმა კი უნდა გაიაზრონ ეს და დიდი იმედები არ ააგონ ევროპაზე და დასავლურ სამყაროზე მთლიანად“.
„ეს სამყარო ლუციფერთან, სატანიზმთან შევიდა დიალოგში, რაც ვაქცინაციით იყო დამტკიცებული. როგორ ადვილად დათანხმდა ხალხი აცრებზე - აცრებზე, რომლებიც არ იყო მეცნიერულად ტესტირებულები, ახლა კი გვერდითმა მოვლენებმა გამოიწვია ავადმყოფობები, უეცარი სიკვდილიანობა“, - თქვა იერარქმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „ევროვიზია - მუსიკალური კონკურსია, რომელიც სატანისტურ კულტს წარმოადგენს“, ხოლო ოლიმპიური თამაშების საშუალებით „ვიღაცამ, ღვთისმეტყველების კარგად მცოდნემ“, უკარნახა, რომ „იქილიკონ საღმრთო ლიტურგიაზე, საიდუმლო სერობაზე - იმაზე, რაც ჩვენს საზრდოს, მართლმადიდებელთა ცხოვრებას წარმოადგენს“.
„და ჩვენ ვართ ომის მოლოდინში, რომელიც, როგორც ჩანს, დაიწყება არა უკრაინიდან, როგორც გვეგონა, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან. ეს ღვთის განგებაა, ხალხმა ხომ ვერ შეიმეცნა მამის, ძის და სულიწმინდის ღმერთის ჭეშმარიტება სამყაროს მეშვეობით. მოუსმინეთ ამ სიტყვას: ჭეშმარიტების შემეცნება“, - დაასრულა იერარქმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ მორფუს მიტროპოლიტის თქმით, ქრისტეს აქვს გეგმა.