მიმიფურთხებია: ფანარიონის მეთაური მისი სახელის რმე-ს დიპტიხებიდან ამოღებაზე
ბერძენი ჟურნალისტების სიტყვებით, პატრიარქი ბართლომე, რმე-ზე საუბრის დროს არც კი მალავს, რომ ფლობს დიპლომატიის ენას.
2021 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ მას „მიუფურთხებია“, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისი სახელი თავისი დიპტიხებიდან ამოიღო, იუწყება ბერძნული გამომცემლობა «Мakeleio».
ნიუ-იორკში ღონისძიებაზე გამოსვლის დროს, რომელიც აშშ-ში ფანარიონის არქიეპისკოპიის მიერ იყო ორგანიზებული, პატრიარქი ბართლომე ყვებოდა, რომ უკვე დიდი ხანია სურვილი ჰქონდა მიენიჭებინა „ავტოკეფალია“ „უკრაინის ეკლესიისთვის“ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
„ჩვენს უკრაინელ ძმებს სურვილი ჰქონდათ თავისი ადგილობრივი ეკლესია ჰქონოდათ, თუნდაც ნაციონალური, და მოსკოვზე არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულები, არ განეცადათ შეზღუდვები მოსკოვის მხრიდან“, - თქვა მან.
მაგრამ როდესაც მეუ-ს მიენიჭა „ავტოკეფალია“, რუსული ეკლესიის წარმომადგენლები, პატრიარქის სიტყვებით, „განრისხდნენ და შეწყვიტეს ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან, ამომიღეს დიპტიხებიდან და არ მიხსენიებენ. ამაზე კი ვიტყვი - მიმიფურთხებია! დიახ!“, - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა.
პატრიარქმა ბართლომემ გამოიყენა სიტყვათაშეთანხმება «Σκασίλα μου», რომელიც არის ჟარგონული. სწორედ ამიტომ მისმა სიტყვებმა სიცილი გამოიწვია ღონისძიების მონაწილეთა შორის, მათ რიცხვში იყო აშშ-ს ბერძნული დიასპორის ბევრი ავტორიტეტული წევრი.
ჟურნალისტებმა კომენტარი გააკეთეს პატრიარქ ბართლომეს გამონათქვამზე იმ კუთხით, რომ ის „არც კი მალავს, რომ დიპლომატიის ენას ფლობს“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის მეთაურის სიტყვებით, ის ვალდებულია, რომ ადგილობრივ ეკლესიებს უფროსი ძმასავით უხელმძღვანელოს.