რადაში შეიტანეს კანონპროექტი ლოცვის ნაციონალური დღის შესახებ
კანონის ავტორები 2022 წლის 24 თებერვალს აღიქვამენ როგორც დღეს, როდესაც უკრაინამ რფ-სთან ბრძოლაში მამაცობისა და ერთიანობის დემონსტრირება მოახდინა.
2024 წლის 19 დეკემბერს უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს უკრაინის კანონის პროექტი „შრომის კოდექსის კანონთა 73-ე სტატიაში ცვლილებების შეტანის შესახებ ლოცვის ნაციონალური დღის დაწესებასთან დაკავშირებით (რეგ. № 12336). კანონპროექტი ითვალისწინებს ლოცვის ნაციონალური დღის ყოველწლიურ დაწესებას, რომელიც აღინიშნება 24 თებერვალს - რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღესთან დაკავშირებით. კანონპროექტის ინიციატორია ჯგუფი 37 სახალხო დეპუტატის შემადგენლობით, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ფრაქციას და ჯგუფს, დავით არაჰამიას, ივან კრულკოს, იულია ტიმოშენკოს და ანდრეი ვასიუკის ჩათვლით.
კანონპროექტის ძირითადი დებულებები:
1. შრომის კოდექსის კანონთა 73-ე სტატიაში ცვლილებების შეტანა 24 თებერვალს ლოცვის ნაციონალური დღის დაწესებასთან დაკავშირებით.
2.. ამ დღეს პარლამენტის სპეციალური სხდომის ჩატარება უკრაინის სულიერი ჰიმნის «Боже великий, единый» შესრულებით.
3. ღონისძიებათა კომპლექსური გეგმის შემუშავება ლოცვის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკლესიათა სრულიად უკრაინული საბჭოს მონაწილეობით.
4. აქციის „აანთე სანთელი“ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება საოლქო და საქალაქო ადმინისტრაციების დონეზე.
ახსნა-განმარტებით წერილში ავტორებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის 24 თებერვლის სიმბოლურ მნიშვნელობას, როგორც დღისა, როდესაც უკრაინა შეეჯახა რუსეთის მასშტაბურ აგრესიას და შეუდრეკელობისა და ერთობის დემონსტრირება მოახდინა.
ავტორები შთააგონებულები იყვნენ ისტორიის მაგალითებით, როდესაც საერთო ნაციონალური ლოცვით შეიცვალა მოვლენათა განვითარება, კერძოდ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი თვლიან, რომ მათი კანონმდებლური ინიციატივა ხელს შეუწყობს სულიერი ერთობის შენარჩუნებას, პატრიოტული სულის განმტკიცებას და უკრაინის საზოგადოების კონსოლიდაციას გამარჯვებისთვის საერთო ლოცვაში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
როგორც მჟკ იუწყებოდა, რადაში შეიტანეს მადლიერების დღის მორიგი კანონპროექტი